გადაშენებული ტასმანიური მგლის უნიკალური ვიდეო კადრები
გადაშენებული ტასმანიური მგლის უნიკალური ვიდეო კადრები
ბოლო ტასმანიური მგელი ანუ ტილაცინი (Thylacinus cynocephalus) კერძო ზოოპარკში, 1936 წელს მოკვდა. მისი ფოტო და ვიდეო კადრები დღემდე ინახება არქივში.

ტასმანიური მგლის გადაშენების ძირითადი მიზეზი ადამიანია. ფერმერების თქმით, ტილაცინი ცხვრებს იტაცებდა. კიდევ ერთი მიზეზი ძაღლის ჭირის გავრცელებაა, რომელიც ტასმანიაში მე-20 საუკუნის ბოლოს გავრცელდა. ეს ცხოველი კი ძირითადად იქ ბინადრობდა.

ეს ტილაცინის  ერთ-ერთი ბოლო ფოტოა (დასავლეთში მას ტასმანიურ  ვეფხვსაც უწოდებენ, სხეულზე არსებული ზოლების გამო).

Zooclub

დღეს არაერთი ადამიანი ირწმუნება, რომ ეს ცხოველი დაინახა, თუმცა, ამის ფოტო ან ვიდეო  მტკიცებულება ამ დრომდე არ
არსებობდა.

წელს უკვე მეორედ გამოჩნდა ვიდეო კადრები ცხოველისა, რომელიც ძალიან ჰგავს ტასმანიურ მგელს. ვიდეო მასალა  ამ
დრომდე არ იყო გავრცელებული, თუმცა, იგი  2008 წელს არის გადაღებული.

ქალი, რომელმაც ვიდეო კადრები ქალაქ ადელაიდას (ავსტრალია) სიახლოვეს გადაიღო, ირწმუნება, რომ იგი არ ჰგავდა არც ძაღლს და არც მელიას.

ყველაზე საოცარი კი არის ის, რომ ორივე ვიდეო გადაღებულია ავსტრალიაში, სადაც ტილაცინი დიდი ხნის წინ ბინადრობდა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

დედამიწაზე ცხოველთა მასიური გადაშენების პროცესი მიმდინარეობს

ფაფრიანი მგელი - იშვიათი ცხოველი დედამიწაზე

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?