სიკეთე, რომელიც ჩვენც შეგვიძლია, გავაკეთოთ!
სიკეთე, რომელიც ჩვენც შეგვიძლია, გავაკეთოთ!
ასობით მეგაპოლისი, საჩქაროსნო ავტოტრასა და მილიონი მანქანა თითქოს სულ უფრო და უფრო განდევნის ბუნებას. ამ დროს ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ჩვენი “უმცროსი ძმები” - ცხოველები არიან.

მაგრამ სიკეთეს უნიკალური უნარი აქვს. მას შეუძლია, ნებისმიერი წინაღობა გადალახოს.
წარმოგიდგენთ თანამედროვე გამოგონებებს, რომლებიც სპეციალურად ცხოველებისთვის არის შექმნილი.


ხომ შეგვიძლია ეს სიკეთე ჩვენც გავაკეთოთ საქართველოში?!




ხიდი ტყის მცხოვრებლებისთვის. კანადა

შეიქმნა იმისთვის, რომ “ბანფის” ეროვნულ პარკში მცხოვრები ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო გამხდარიყო.

Zooclub



წყლის სასმელი ჭურჭელი კოლიბრისთვის, ჯორჯია

ეს ჭურჭელი სპეციალურად წითელი ფერისაა: ეს პატარა ფრინველებს იზიდავს,
როგორც ნექტარი. ამგვარად ჩიტებს კოსტა-რიკაში, ჯორჯიის შტატსა და სხვა რეგიონებში წყლით უმასპინძლდებიან.

Zooclub



გვირაბი კუებისთვის, ხონსიუნის
კუნძული, იაპონია


გვირაბი სპეციალურად კუებისთვის ააშენა რკინიგზის კომპანია "The West Japan Railway Company"-მ იმისთვის, რომ მათი მოძრაობა მატარებლების გზაზე უსაფრთხო გამხდარიყო.

Zooclub



საცხოვრებელი კომპლექსი ფრინველებისთვის ლონდონის პარკში

მატვრულ-ეკოლოგიური პროექტი - ფრინველებისთვის უცნაური სახლების ერთობლიობა. ბრიუს გილკისტისა და ჯო ჯოელსონის ნამუშევარი.

Zooclub



ცხოველებისთვის განკუთვნილი გვირაბი ტრასის ქვეშ, ფინეთი

ამ მოსახერხებელი გვირაბით ტყის მცხოვრებლები ნებისმიერ დროს სარგებლობენ.

Zooclub



უსახლკარო ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები ავტომატები

თურქული კომპანია "Pugedon"-ის მიერ შექმნილი ავტომატი უსახლკარო ცხოველებს საკვებს უნაწილებს. 20 კილო საკვების გადმოსაყრელად 1 პლასტიკური ბოთლის ჩაბარებაა საჭირო.

Zooclub



“ფრინველების აეროპორტი” ვილნიუსში


“ფრინველების აეროპორტი” ერთ-ერთია იმ ნიშნებიდან, რომელიც ვილნიუსში TinyRoadSign-ის მსვლელობისას გამოჩნდა. ის ახსენებს ადამიანებს, რომ ჩვენ არ ვართ ქალაქის ერთადერთი მცხოვრებლები.

Zooclub



ხიდი კიბორჩხალებისთვის ავსტრალიაში

ერთ-ერთი კონსტრუქციაა, რომელიც შობის კუნძულზე მილიონობით წითელი კიბორჩხალის უნიკალური მიგრაციიისთვის გაკეთდა. 

Zooclub



საგზაო გადასასვლელი ზღარბებისთვის, ლიტვა


ეკოლოგიური პროექტის მსვლელობისას ლიტვაში ზღარბების ქუჩაზე გადასასვლელი შეიქმნა -ეს კარგი შეხსენებაა ყველა ავტომოყვარულისთვის.

Zooclub



აუზი სპილოებისთის, საფარი-პარკი, იაპონია


აუზი სიგძით 65 მეტრია. მთა ფუძის ძირში, საფარი-პარკში, ის სპეციალურად სპილოებისთვის შეიქმნა.

Zooclub



კატების რანჩო, აშშ

Caboodle Ranch-ი  2003 წელს ფლორიდაში 40 ჰექტარზე კრეიგ გრანტის მიერ გაშენდა. მინიატურულ რატუშების, წისქვილებისა და სახლებს შორის აქაურობის სრულუფლებიანი ბატონპატრონები დასეირნობენ. 500 კატა აქ ბედნიერად ცხოვრობს.

Zooclub



გზაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი იხვებისთვის, დიდი ბრიტანეთი

საქველმოქმედო ფონდმა  "Canal & River Trust"-მა იხვებისთვის გზაზე გადასასვლელი შექმნა. თეთრი ხაზები და იხვების სილუეტები ადამიანებს ახსენებს, რომ ბუნებას მოფრთხილება სჭირდება.

Zooclub



“პარკინგი” ძაღლებისთვის

გერმანიაში ძაღლების “პარკინგი” არსებობს იმ მიზნით, რომ პატრონებმა ისინი მანქანებში არ დატოვონ.

Zooclub


ეს სიკეთე ჩვენც უნდა გავაკეთოთ საქართველოში!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?