ობოლი კენგურუ, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია
ობოლი კენგურუ, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია
ეშლი სტუარტი ოჯახთან ერთად დასავლეთ ავსტრალიისკენ მიემგზავრებოდა, როდესაც ახალშობილი კენგურუ დაღუპული დედის გვერდით იპოვა. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ დედა კენგურუ ავტომობილის მსხვერპლი იყო. ობლად დარჩენილი პატარა ცხოველი მარტო დაიღუპებოდა, ამიტომ ეშლიმ მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა.

საბედნიეროდ, დესტი გაიზარდა (ასე დაარქვეს კენგურუს) ძლიერი და ბედნიერი ცხოველი, რომელზეც არა მხოლოდ ეშლი, არამედ მისი ორი ძაღლიც ზრუნავდა და სითბოთი ეპყრობოდა მას.

მხოლოდ ერთი პრობლემაა, დესტის თავი ძაღლი ჰგონია, რადგან მათთან ერთად თამაშობს და ძაღლების ჯამიდან იკვებება. ერთ-ერთ შინაურ ბინადარს საწოლიც კი წაართვა და მასზე თავად მოკალათდა.

"ის ეზოში ცხოვრობს, მაგრამ შემოვიდა სახლში და ძაღლის საწოლი მიისაკუთრა. მომიწევს, მესამე საძილე ბალიშის ყიდვა.
დასტის ჩვენი ძაღლი ლილი დედა ჰგონია, ყველგან თან დაჰყვება და მის გარეშე ერთი წუთი ვერ ძლებს. " - ამბობს ეშლი.

Zooclub

მეტიც, კენგურუს უკეთია მანათობელი საბმელი მას შემდეგ, რაც ოჯახმა ის რამდენჯერმე დაკარგა. ის ლილიმ იპოვა და სახლში დააბრუნა.

ასევე იხილეთ:

როგორ ცხოვრობს ენოტი, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია?

ხბო, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია

ფერმერს ეგონა, შინაური კატის კნუტები იპოვა და ისინი სახლში წაიყვანა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?