ინდოელები ძროხებს რქებს უღებავენ. რატომ?
ინდოელები ძროხებს რქებს უღებავენ. რატომ?
იდოეთში ძროხა წმინდა ცხოველია. მთელი ისტორიის მანძილზე ინდოელები მას გამოსახავენ, როგორც წმინდანს. თუ  ძროხა სამანქანო გზაზე გადის და წვება, მათი აზრით, ამ დროს მას რაღაც ზეციური გამოცხადება აქვს, ამიტომ მძღოლები ამ ცხოველს  ფრთხილად უვლიან გვერდს.

Zooclub

მეტიც, თუ სამანქანო გზებზე  ნახირი დადის, ყველა მძღოლი მოთმინებით ელოდება ან ნელა განაგძობს სვლას. ვერავინ გაბედავს გზიდან მათ გაგდებას.

Zooclub

ამის გამო პრობლემები ექმნებათ, როგორც მძღოლებს, ასევე ცხოველებს. განსაკუთრებით კი ღამე, როდესაც გზებზე განათება სუსტია. ცხოველები ქალაქისა და სოფლის ქუჩებში თავისუფლად დადიან დღე-ღამის ნებისმიერ დროს. დიდ
ქალაქებში ეს პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია, თუმცა, პატარა ქალაქებში ეპიდემიის სახე აქვს.

Zooclub
ძროხებს რქებს უღებავენ. რატომ?" />

პოლიციელებმა გამოსავალი მოძებნეს. ისინი ძროხებს რქებზე მანათობელ ლენტს უკეთებენ, რათა სიბნელეში მძღოლმა დროულად შენიშნოს ცხოველი. ფერმერებს იმდენად მოეწონათ ეს იდეა, რომ იყიდეს სპეციალური საღებავი და თავიანთ წმინდა ცხოველებს რქები შეუღებეს.

ასევე იხილეთ:

ბლოსომი - მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძროხა

ვატუსი-ცხოველი, რომლის რქებიც 100 კილომდე აღწევს

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ძაღლებზე

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?