ახალტეკინური ცხენი-თურქმენეთის ნაციონალური სიამაყე
ახალტეკინური ცხენი-თურქმენეთის ნაციონალური სიამაყე
ახალტეკინური ანუ ახალთექური ცხენის ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე 7-6 საუკუნეებიდან მოდის. დროთა განმავლობაში, მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა, ის უფრო ძლიერი გახადა. ეს სახეობა ამტანი, ძლიერი და გარეგნულად ულამაზესია. მას შეუძლია უდაბნოს დიდი ნაწილი გაიაროს წყლისა და საკვების გარეშე.

ძველ დროში, ამ ჯიშის ცხენი მეტად ფასობდა, ვიდრე ქალები და ბავშვები. სწორედ მასზე იყო დამოკიდებული პატრონის ბედი. საომარი მოქმედებების დროს, მას შეეძლო ორი ზრდასრული მამაკაცი სამშვიდობოს გამოეყვანა, რაც შეიძლება სწრაფად.

Zooclub

პატრონი ახალთექურ ცხენს არასოდეს ტოვებს დაბმულს, რადგან ის ძალიან ჭკვიანი ცხოველია. აქვს საუკეთესო მახსოვრობა და
საოცარი ინტელექტი. ამ სახეობას ოჯახის წევრადაც მიიჩნევენ.

Zooclub

თუ მოიშინაურებთ მას, ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო მეგობარი
შეიძინეთ. იგი ძალიან ეჩვევა პატრონს, თუმცა, სხვა ადამიანებს არასოდეს ემორჩილება.

Zooclub

მეტიც, თურქმენეთში არსებობს ახალთექური (ახალტეკინური) ცხენის დღე - 24 აპრილი, ხოლო აშხაბადის ცენტრში განთავსებულია ამ ულამაზესი ცხოველის მონუმენტი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

10 ყველაზე ძვირად ღირებული ცხენი მსოფლიოში

ცხენებს ადამიანის ემოციების ესმით

ცხენების მოყვარული ფოტოგრაფის მიერ გადაღებული საოცარი ფოტოები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?