სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძაღლი მგელზე ფრთხილი ცხოველია
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძაღლი მგელზე ფრთხილი ცხოველია
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მგელი უფრო რისკიანი ცხოველია, ვიდრე ძაღლი. კვლევის შედეგები გამოცემა "Frontiers in Psychology"-ში გამოქვეყნდა. 

ცდებში მონაწილეობდა შვიდი ძაღლი და შვიდი მგელი. მათ უნდა გაეკეთებინათ არჩევანი ორ ამობრუნებულ ჯამს შორის, რომლებიც მაგიდაზე იდგა. ცხოველებს აჩვენებდნენ, რომ პირველი ჯამის ქვეშ მოთავსებული იყო საკვები, ხოლო მეორეში შესაძლოა, ყოფილიყო ქვა ან დიდი ულუფა საკვები, მაგალითად ხორცი, ძეხვი ან სხვ.

აღმოჩნდა, რომ მგლების 80%-მა სარისკო არჩევანი გააკეთა და პირდაპირ მეორე ჯამს მიუახლოვდა. იმას, რომელშიც არ იცოდნენ, რა დახვდებოდათ, ხოლო იგივე არჩევანი
ძაღლებ
ის 58%-მა გაიმეორა. სპეციალისტების თქმით, როდესაც 18-32 ათასი წლის წინ ძაღლი ადამიანმა მოიშინაურა, დროთა განმავლობაში, ის მეტად ფრთხილი გახდა.

ასევე იხილეთ:

ძაღლებს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეთ

მეცნიერებმა ახსნეს, თუ როგორ ახანგრძლივებენ კატები ჩვენს ცხოვრებას

ძაღლებს შექება საკვებზე მეტად უყვართ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?