კოღოებისა და მათი ნაკბენების წინააღმდეგ ბრძოლის ხერხები
კოღოებისა და მათი ნაკბენების წინააღმდეგ ბრძოლის ხერხები
მომაბეზრებელ კოღოებს შეუძლიათ ყველაზე საოცარი დასვენების გაფუჭება. ეს პატარა სისხლისმწოველები სტიქიურ უბედურებას გვანან და მათგან დამალვა არ არის ადვილი. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე ხერხს, რომლებიც გადაგარჩენთ ამ მწარედ მკბენარი არსებების ”შეჭმისგან”.

არომატული ზეთი.
ეთერზეთებიდან კოღოებთან ბრძოლას ყველაზე მეტად უხდება: ლავანდა, ვალერიანი, ევკალიპტი, ანისი, ჩაის ხე, პიტნა, კედარი, დაფნა.
გამოყენება: დაასველეთ ბამბის ნაწილი ამათგან ერთ-ერთ ზეთში და ”არომატიზატორი” ფანჯრის რაფაზე ან ბალიშთან მოათავსეთ.
აურიეთ მოცემული ეთერზეთი თქვენს ნელსაცხებელთან. შეიზილეთ ის სხეულის ღია ადგილებში.

ოთახის მცენარეები.
პიტნა, მირტი, როზმარი და ნემსიწვერა - ოთახის
მცენარეები, რომლებიც აფრთხობენ თავისი ძლიერი არომატით მწერებს. ასევე, კოღოების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი შინაური საშუალებაა
პამიდვრის ფოთლები.

ლიმონი მიხაკთან ერთად.
დაჭერით ლიმონი და შეარჭვეთ მასში მიხაკი. დადგით საწოლთან ახლოს და შეგიძლიათ ღია ფანჯარაში დაიძინოთ. გარანტირებული იქნება სასიამოვნო სურნელი და არც ერთი კოღო!

თვითნაკეთი მახე კოღოებისთვის.
კოღოების ეს ხაფანგი მოქმედებს მწერების ნახშირორჟანგით მიტყუების ხარჯზე, რომელსაც საფუარის დუღილი იწვევს. კოღოები მას გრძნობენ, ებმებიან და ვეღარ აღწევენ იქიდან თავს.

წიწვოვანი გირჩები და ღვია.
ბუნებაში კოღოებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ წიწვოვანი ხეების გირჩები და ღვიის ტოტები. საკმარისია ისინი კოცონში ჩაყაროთ და ეს სურნელი მწერებს დააფრთხობს.

ხახვი და ნიორი.
აღიარებულია, როგორც კოღოს ნაკბენის ქავილის საწინააღმდეგო საშუალება. ხახვის თავს ორ ნაწილად ყოფენ და ნაკბენ ადგილას იდებენ. რაც შეეხება ნიორს, უნდა გაჭყლიტოთ 1 კბილი და ეს მასა ცოტა წყალში გახსნათ. ხსნარში დაასველეთ ბინტი და მიიდეთ ნაკბენზე.

სოდა.
საჭმლის სოდა ყველაზე უბრალო და გავრცელებული შინაური საშუალებაა კოღოს ნაკბენების სამკურნალოდ. 3 ჩ/კ საჭმლის სოდა 1 ჩ/კ წყალთან შევაზავოთ. გამოვა პასტას მსგავსი მასა. მიღებული მასა დაიდეთ ნაკბენზე და აცადეთ გაშრობა.

ლიმონის წვენი.
ნაკბენი ადგილი ასევე შეგიძლიათ დაასველოთ ლიმონის წვენით.

კოვზი.
გაათბეთ კოვზი ცხელ წყალში, შემდეგ მიიდეთ ნაკბენ ადგილას. კოვზი მჭიდროდ უნდა მიაჭიროთ კანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. როდესაც კოვზს მოაცილებთ ნაკბენს, ქავილმა უნდა გაგიაროთ.
მანჩო ს
ტავად უნდა იცოდე სხვას რომ გაუსწორო, ლიმნის არის სწორი!
მანჩო
"ლიმნის" კი არა, ლიმონის!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?