facebook-ზე პოსტის გამოქვეყნებით მან 13 სიცოცხლე გადაარჩინა
facebook-ზე პოსტის გამოქვეყნებით მან 13 სიცოცხლე გადაარჩინა
როდესაც კასანდრა კლარკმა დალასში, თავის სახლთან ახლოს, აივანზე ჰასკი პირველად დაინახა, ცხოველს ჯერ კიდევ ჰქონდა სამოძრაო სივრცე.

“ვხედავდი, რომ ჰასკი აივანზე დიდ გალიაში იჯდა და თავიდან არ ვდარდობდი”, - ყვება კლარკი.

თუმცა, მალე ყველაფერი შეიცვალა. კლარკმა კვლავ დაინახა ძაღლი, ახლა უკვე მეტალის ალიკაპით. შემდეგ სადარბაზოსთან ნახა ძლიერ სიცხეში წყლის გარეშე.

Zooclub

საბოლოოდ, ძაღლი ძალიან პატარა გალიაში ჩაკეტეს და აივანზე სრულ სიმარტოვეში მიაგდეს.
“ჩემს ლეკვებს ვასეირნებდი, როცა ტირილის ხმა გავიგე”, - ამბობს კლარკი, - “ღმერთო ჩემო, გავიფიქრე, ის ჯერ კიდევ გალიაშია!”

Zooclub

კლარკი ვერ
მიატოვებდა ძაღლს ასეთ მდგომარეობაში და დახმარება გადაწყვიტა. მან ვეტერინარული სამსახური გამოიძახა. მაგრამ მათ თქვეს, რომ
ერთი დღე-ღამის განმავლობაში პასუხს ვერ გასცემდნენ. კლარკს ეშინოდა, რომ ძაღლი ასე დიდხანს ვერ გაძლებდა.

ამიტომ, გადაწყვიტა თავად მოეგვარებინა ყველაფერი.

კლარკმა დაწერა შეტყობინება ფეისბუქზე და ძალიან მალე მიიღო პასუხი.

Zooclub

“ძაღლის დასახსნელად უამრავი ადამიანი იყო მზად, რამაც ძალიან გამაოცა”, - ამბობს კლარკი.

დალასის ვეტერინარული მომსახურების თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ და იქ იპოვეს კიდევ 12 ცხოველი, რომლებიც ბინაში ცხოვრობდნენ და შველას საჭიროებდნენ.

Zooclub

“ძალიან გავბრაზდი, როდესაც აღმოჩნდა, რომ იქ კიდევ 13 ცხოველი იყო. ჰასკს წონა კი აუცილებელ წონასთან შედარებით არასაკმარისი ჰქონდა”, - ჰყვება კლარკი.

Zooclub

ამ 13 ცხოველში იყო კიდევ ერთი ჰასკი და რამდენიმე კნუტი.

Zooclub

რომ არა კლარკი, 13 ცხოველი ჯერ კიდევ დიდ გასაჭირში იქნებოდა. ეს ისტორია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რომ არ შეიძლება გვერდი აუარო გაჭირვებულ ცხოველს და რომ სოციალური მედიის დახმარებით, მრავალი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?