დააკვირდით ამ არსებებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ადამიანისთვის საშიშროებას, თუმცა, მათი დანახვისას უმეტესობა პანიკაში ვარდება.
გიგანტური აფრიკული მრავალფეხა
გიგანტური აფრიკული მრავალფეხა ერთ-ერთი უდიდესი მწერია მსოფლიოში. მართალია, მისი გარეგნობა უნდობლობას იწვევს, თუმცა, ის ძალიან მეგობრული არსებაა და მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც შინაური ბინადარი.
ორბი
თუ თქვენ ცოცხალი ხართ, არ ღირს ამ ფრინველის მიმართ
Chalcosoma atlas -ანუ ატლასის ხოჭო
უდავოა, ატლასის ხოჭო იმ მწერების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთან შეხვედრასაც არ მოისურვებდით, თუმცა, არ ღირს ნერვიულობად, რადგან რქები მას ეხმარება სხვა ხოჭოებთან ბრძოლაში და არა ადამიანებისთვის ზიანის მიყენებაში.
განური ჰავიალი
განური ჰავიალი გარეგნულად ძალიან ჰგავს ალიგატორსა და ნიანგს, სწორედ აქ მთავრდება მათი მსგავსებაც. მის საკვებ რაციონს მხოლოდ თევზები და ბაყაყები წარმოადგენენ.
მანტა
შესაძლოა, ზოგიერთი მანტას ზომა 7,5 მეტრამდე აღწევდეს, თუმცა, ის ნაზი გიგანტური არსებაა, რომელიც ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
გიგანტური ზვიგენი
მიუხედავად მისი სახელისა და საშინელი გარეგნობისა, გიგანტური ზვიგენი სავსებით უვნებელია და მეტიც, ისინი მეგობრული ხასიათით გამოირჩევიან.
რძისფერი-წითელი გველი
ადამიანებს ხშირად ეშლებათ შხამიან გველში, რომელიც მას ძალიან ჰგავს. სწორედ ამიტომ, ის ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. სინამდვილეში რძისფერი გველი სავსებით უვნებელი ქვეწარმავალია ადამიანებისთვის. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ მას აქვს შავი ზოლები თეთრის გვერდით, მაგრამ თუ შავი ზოლები ყვითელ ზოლებთან აქვს ეს შხამიანი გველის სახეობაა.
მელოტი თხუნელა
მისი გარეგნობა შიშისმომგვრელია. საბედნიეროდ, ის ზედაპირზე ძალიან იშვიათად ამოდის (სწორედ ამიტომ აქვს უხეში კანი), მაგრამ თუ მაინც შეამჩნევთ, დარწმუნებული იყავით, რომ ის თქვენ ვერ გხედავთ, რადგან უსინათლოა.
ტარანტული
მსოფლიოში უდიდესი ობობა, რომელსაც ყველაზე გრძელი საცეცები აქვს. ის ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
ღამურა
ღამურა ადამიანისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას, ის იკვებება შინაური ცხოველების (თხა, ძროხა და ა.შ.) სისხლით.
ასევე იხილეთ:
თქვენ ალბათ არასოდეს გსმენიათ ამ უცნაური ცხოველის შესახებ
იაგუარუნდი - იშვიათი ცხოველის სახეობა, რომელსაც გადაშენება ემუქრება
შოკისმომგვრელი ზომის ცხოველები და მწერები