შინაური ცხოველები ბავშვებს რესპირატორული დაავადებებისგან იცავენ
შინაური ცხოველები ბავშვებს რესპირატორული დაავადებებისგან იცავენ
სპეციალისტების ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, რომელიც გულისხმობდა, თუ რა დადებით გავლენას ახდენს ბავშვებზე შინაური ცხოველის (კონკრეტულად კი ძაღლის) სახლში ყოლა. მათი თქმით, პატარას ჯანმრთელობისთვის შინაური ბინადრის ყოლა საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ "Pediatrics"-ში გამოქვეყნდა. 

ექსპერიმენტში ფინლანდიაში მცხოვრები 400 ბავშვი მონაწილეობდა. ცდის პერიოდში ძირითადი დავალებები მშობლებს უნდა შეესრულებინათ. კერძოდ, მათ უნდა ეწარმოებინათ დღიური, სადაც ჩაინიშნავდნენ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს. 

შედეგად, ის ბავშვები,
რომლებსაც სახლში ძაღლი ჰყავდათ, იშვიათად იტანჯებოდნენ ხველითა და სურდოთი. ამასთანავე, ყურის დაავადებების რისკი შემცირებული იყო. ამგვარად, სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლები ბავშვებს ხელს უწყობენ იმუნიტეტის გაძლიერებაში.

ასევე იხილეთ:

შინაურ ბინადრებთან კონტაქტის დროს ბავშვის იმუნიტეტი
ძლიერდება და ალერგიული ფონი სუსტდება


როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ შინაური ცხოველის სიკვდილით გამოწვეული სტრესი შეუმსუბუქდეს?

ძაღლები ბავშვებს შფოთვისგან იცავენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?