მათ ეგონათ, რომ თავშესაფარში ძაღლი მიიყვანეს, თუმცა, ის ძაღლი არ აღმოჩნდა...
მათ ეგონათ, რომ თავშესაფარში ძაღლი მიიყვანეს, თუმცა, ის ძაღლი არ აღმოჩნდა...
6 წლის მანძილზე ლოს ანჯელესის ცხოველთა თავშესაფარმა 200 ათასზე მეტი ძაღლი გადაარჩინა. თანამშრომლები ყოველდღიურად ზრუნავენ უპატრონო თუ დაკარგულ ცხოველებზე, თუმცა, ეს ფაქტი ყველასგან გამოირჩევა:

ცხოველთა მოყვარულმა მოხალისეებმა ქუჩაში გასაცოდავებული და შეშინებული ძაღლი შეამჩნიეს. ის შიმშილისგან იმდენად იყო დასუსტებული, რომ გადაადგილებაც უჭირდა.
როდესაც თავშესაფარში მიიყვანეს, მომვლელებმა შეამჩნიეს, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი ძაღლი.

Zooclub

კინოლოგის დაკვირვების შემდეგ, იგი მგლისა და ძაღლის ჰიბრიდი აღმოჩნდა.

ვეტერინართან მიყვანის შემდეგ, მგლის ჰიბრიდს ანემია და სისხლძარღვების დაავადება აღმოაჩნდა.

Zooclub

"როცა პირველად მის ვოლიერში შევედი, ძალიან შეშინებული იყო. როგორც
ეტყობოდა, ადამიანების სისასტიკის მსხვერპლი იყო."- ამბობს მომვლელი.

Zooclub

თავშესაფრის თანამშრომლებს რამდენიმე კვირა დასჭირდათ ცხოველის ნდობის მოსაპოვებლად.
მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდებოდა. საბოლოოდ, მომვლელებმა ცხოველის სითბო და სიყვარული მოიპოვეს.

Zooclub

"იგი გაჩუქდება იმ ადამიანზე, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა მოუაროს ძაღლისა და მგლის ჰიბრიდს, რადგან მას სპეციალური წვრთნა და ყურადღება ჭირდება."- ამბობს თავშესაფრის კინოლოგი.

ასევე იხილეთ:

მამაკაცს ეგონა, რომ ძაღლის ლეკვებს ზრდიდა, მაგრამ ისინი ლეკვები არ აღმოჩნდნენ

"მისი სახლში ყოლა აკრძალულია, თუმცა, მე ნება დამრთეს მეზრუნა..."

ფერმერს ეგონა, შინაური კატის კნუტები იპოვა და ისინი სახლში წაიყვანა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?