ცხენმა, რომელიც პატრონმა გაწირა, საუკეთესო ოჯახი და მეგობარი იპოვა
ცხენმა, რომელიც პატრონმა გაწირა, საუკეთესო ოჯახი და მეგობარი იპოვა
ცალთვალა ცხენი, სახელად ლილი,  დასუსტებული და საღებავებში ამოსვრილი იპოვეს. მას "ფეინტბოლის" თოფიდან არაერთხელ ესროლეს, ხოლო შემდეგ პატრონმა ლაკნასტერის (აშშ) ცხენების აუქციონზე გაიყვანა იმისთვის, რომ სასაკლაოსთვის მიეყიდა.

ცხოველთა დამცველმა ქეილი სმიტმა ლილი საშინელ პირობებში იპოვა. ის ერთი თვალიდან ვერ ხედავდა, ხოლო მეორე თვალი გასიებული ქონდა. ლილი შეშინებული და დათრგუნული იყო.

კეილიმ ცხოველი გამოიხსნა და ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანა. საჭირო პროცედურების შემდეგ რეაბილიტაციის ცენტრში წაიყვანა. როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ლილი მზად იყო ახალ პატრონთან დაბინავებულიყო.

Zooclub

საბედნიეროდ, მისი აყვანის სურვილი ცნობილი მსახიობის, ჯონ
სტუარტის ცოლმა, ტრეისი სტუარტიმ გამოთქვა.

Zooclub

რეაბილიტაციის ცენტრში ბინადრობის პერიოდში, ლილი დაუმეგობრდა ცხენს, სახელად ანტიგონეს, რომელიც
ასევე ცალი თვალით უსინათლო იყო, ამიტომ სტუარტების ოჯახმა ორივე ცხენის აყვანა გადაწყვიტა, რათა მეგობრები არ დაეშორებინათ.

ცხოველები კერძო ფერმაში გადაიყვანეს, სადაც მათზე ზრუნავენ და საუკეთესო პირობები აქვთ. რაც მთავარია, მეგობრები ერთად არიან.

Zooclub

ლილის ყოფილი პატრონი  აღმოჩნდა 65 წლის ფილიპ პრაისი, რომელიც აქამდეც არაერთხელ იყო ნასამართლევი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის. ის აცხადებს, რომ ცხენისთვის "ფეინტბოლის" თოფით არასოდეს უსვრიათ, ლილი უბრალოდ ბავშვებმა მოხატეს, თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს და პრაისი მთავარი ეჭვმიტანილია ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის.

ასევე იხილეთ:

"სიკვდილის თავშესაფარში" მყოფი ძაღლის რეაქცია, როცა მას ახალმა პატრონმა მიაკითხა

მას შემდეგ, რაც ძაღლმა ახალი ოჯახი იპოვა, მის სახეს ბედნიერი გამოხედვა არ შორდება

ძაღლმა, რომელმაც თვალები დაკარგა, საუკეთესო პატრონი იპოვა
11
გაჭირვებაში მყოფ ადამიანს როდესაც ეხმარები უდიდესი ჰუმანური გამოვლინებაა,მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება ცხოველების და ფრინველების დახმარება და გადარჩენა.ასეთები უძეგლო გმირი ადამიანები არიან ჩემს თვალში.ასეთი ადამიანების ნდობა შეიძლება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?