ტაილანდში, ბუდისტურ “ვეფხვების მონასტერში” 40 მკვდარი ბოკვერი იპოვეს (+ვიდეო)
ტაილანდში, ბუდისტურ “ვეფხვების მონასტერში” 40 მკვდარი ბოკვერი იპოვეს (+ვიდეო)
ცნობილ ბუდისტურ მონასტერში, რომელიც “ვეფხვების მონასტრად” იწოდება, იქ მყოფი ცხოველების სხვადასხვა საცხოვრებელ ადგილას გადანაწილების ოპერაციის დროს, 40 მკვდარი ბოკვერი აღმოაჩინეს. აქ ასევე იპოვეს სახელმწიფოს მიერ დაცული სხვა იშვიათი ცხოველების ნარჩენები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორშაბათს, მას შემდეგ, რაც ბერები ველური ცხოველების კომერციული მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულეს, ბუდისტური მონასტრიდან ცხოველების ევაკუაცია დაიწყეს. აქ მცხოვრებ 137 ბინადარს რამოდენიმე სპეციალურად შექმნილ საშენში გადაიყვანენ.

ვეფხვების მონასტერი” დიდი ხნის მანძილზე პოპულარული იყო ტურისტებისთვის. მათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლოთ ვეფხვებს მოფერებოდნენ. ცხოველთა
დამცველები ამტკიცებდნენ, რომ ბერები ვეფხვებს წამლებსა და ნარკოტიკებს აძლევდნენ.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ: "ტაძარი, რომელშიც ცხოველები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?