რატომ გადაიქცა კაცი თხად? (+ფოტო)
რატომ გადაიქცა კაცი თხად? (+ფოტო)
წარმოიდგინეთ, შვეიცარიის ალპებში, ძალიან მაღლა, მწვანე მინდვრებში ექსცენტრული ბრიტანელი თომას თუეისთი თხებთან ერთად ბალახობს.

“ჩემს სახეზე ოფლი წვეთავს," - ყვება თომასი თავის ახალ წიგნში “ადამიანი თხა: როგორ გდავწყვიტე გამეტარებინა შვებულება ადამიანურ ცხოვრებაში”. - "ხელები მიხურს და თითებს ვეღარ ვგრძნობ. თითებზე მთელი კანიც აღარ დარჩა”.

დიდი ხნის მზადების შემდეგ თომასმა, როგორც იქნა, მიაღწია მიზანს - ის გახდა თხა.
მათზე დაკვირვების შედეგად, გამოიტანა დასკვნა, რომ თხები ერთი დღით ცხოვრობენ. მათ არ შეუძლიათ ბევრი ფიქრი მომავალზე ან წარსულზე, რადგან, როგორც ჩანს, მათ არ
გააჩნიათ ეპიზოდური მეხსიერება.

რატომ გადაწყვიტა თომასმა თხად გადაქცევა?

2014 წელს 33 წლის ბრიტანელი დიზაინერი ვალებით
აივსო. იგი მამასთან ერთად ცხოვრობდა და სამუშოს შოვნის იმედით, უშედეგოდ აგზავნიდა თავის მონაცემებს. საქმე არ ეწყობოდა და თომასი სადმე შორს წასვლას, პრობლემებისგან დროებით გარიდებას ფიქრობდა.

სინამდვილეში თომასის ექსტრავაგანტული ოცნების ზღვარი იყო გამხდარიყო სპილო და ალპები გადაელახა.

“გადავეწყობოდი შინაგანად, გავხდებოდი ოთხფეხა, შევიმუშავებდი კუჭის სპეციალურ პროტეზს, რომელიც საშუალებას მომცემდა გადამემუშავებინა ბალახი, ასევე გადავაწყობდი მხედველობას და - მოკლედ, ეს ძალიან საინტერესო ცდა იქნებოდა”.

ერთხელ სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობისას, ცხოველებზე დაკვირვების დროს, თომასი მიხვდა, რომ სპილოები ისევე გრძნობენ ტკივილსა და სევდას, როგორც - ადამიანები. თუმცა, შამანთან ვიზიტმა ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა: ჯადოქარმა მორიდების გარეშე განუცხადა თომასს, რომ მისი სპილოდ გადაქცევის გეგმა სრული სისულელე იყო, რადგან სულიერად იგი ბევრად ახლოსაა თხებთან.

და გეგმა შეიცვალა.

თომასმა ბატტერკაპსი მოინახულა - თხების ყველაზე დიდი ნაკრძალი დიდ ბრიტანეთში (შესაძლოა, მთელ მსოფლიოშიც). გაიცნო ნაკრძალის დირექტორი ალან მაკელლიგოტი, თხების ქცევის შემსწავლელი ბრიტანელი ექსპერტი.

ტუეისტმა შეიტყო, რომ თხები განიცდიან სტრესს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ თავს ესხმიან. გარდა ამისა, ისინი საკმაოდ ჭკვიანები არიან, რომ თავი კოჭლად მოაჩვენონ, როდესაც არ უნდათ გაჰყვნენ ვინმეს. ჩვეულებრივ, თხები სქესის მიხედვით დაყოფილ ჯგუფებად დადიან.

სპეციალისტთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ თომასმა თხის კოსტუმი შექმნა. მან ასევე შექმნა მოწყობილობა, რომელიც მას ოთხ ფეხზე გადაადგილებაში დაეხმარებოდა. აი, თომასმა თავისი ჯადოსნური ჩლიქები და წყალგაუმტარი ქურთუკი ჩაიცვა, დაიხურა სპეციალური შკემი და თხებთან სტუმრად გაეშურა.

პირველ რიგში, მას პრობლემა გადაადგილებისას შეექმნა. განსაკუთრებით მთიდან დაშვების დროს.

“ჩემი წინა ფეხები ცურავდნენ ცვრიან ბალახზე. ეს საშინელება იყო”, - ყვება თომასი.

ცხოველებთან პირველი შეხვედრა რაიმე განსაკუთრებულობით არ გამოირჩეოდა.
“თხამ, რომელსაც მივუახლოვდი, უბრალოდ შემომხედა, შემათვალიერა და გაიქცა”, - ამბობს თომასი.

შემდეგ თომასმა სხვა თხებთან ერთად ბალახის ძოვა დაიწყო.

“მოლურჯო-მწვანე ბალახი უფრო გემრიელი აღმოჩნდა, ვიდრე მუქი-მწვანე. ისე კი, ორივე მომეწონა”.

თომასი ნელ-ნელა ფარას შეერია და თხებმა ის თავისიანად მიიღეს.

მალე თომასმა მეგობარი შეიძინა - ეს იყო თხა, რომელსაც ნომერ 18-ს ეძახდნენ. ისინი ერთად დადიოდნენ, ერთად ძოვდნენ ბალახს.

რაღაც მომენტში თომასი ისე გაერთო გემრიელი ბალახის ძოვით, რომ ვერც კი შეამჩნია, ისე ავიდა მთის წვერზე. მისი სამოცამდე რქიანი კომპანიონი გარინდულები უყურებდნენ.

“მათ ძოვაც კი შეწყვიტეს. ეს ჰგავდა ეპიზოდს ვესტერნებიდან, სადაც უცხო დასალევად შედის და ყველა მას შესცქერის. და აქ გამახსენდა, რომ როდესაც თხებიდან ვინმე ძალიან მაღლა ადის, თხებში ეს შეიძლება ლიდერობის პრეტენზიად ჩაითვალოს. ღმერთო ჩემო, ეს უნებურად მოხდა”, - წერს თომასი წიგნში.

დღე დასრულდა. ფერმის ერთ-ერთმა მეპატრონემ აღნიშნა, რომ თომასს ყველაფერი მშვენივრად გამოსდიოდა, თუმცა, თავად თუეითსი უზომოდ დაღლილი და ძალაგამოცლილი იყო.

“თუ თქვენ უბრალო ცხოვრების ძიებაში გადაწყვეტთ, გახდეთ თხა, მერწმუნეთ, თხად გადაქცევას ბევრად აჯობებს მათი მწყემსი იყოთ,” - ეს თომას თუეისთსის უცნაური ექსპერიმენტის შემაჯამებელი ფრაზაა.

იგი ახლა უკვე სხვა პროექტითაა დაკავებული.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
mgeli
აფერისტია ეგი ვინცხაა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?