ესპანეთში “ტორო დე ლა ვეგას” დღესასწაულზე ხარების ხოცვა აკრძალეს
ესპანეთში “ტორო დე ლა ვეგას” დღესასწაულზე ხარების ხოცვა აკრძალეს
ესპანეთის ხელისუფლებამ ყოველწლიურ ნაციონალურ დღესასწაულზე “ტორო დე ლა ვეგა", რომელიც ტორდესილიასში იმართებოდა, ხარების ხოცვა აკრძალა.

ნაციონალური დღესასწაული “ტორო დე ლა ვეგა” არანაკლებ დაუნდობელი სანახაობა იყო, ვიდრე კორიდა. ქალაქის ცენტრში უშვებდნენ დიდ ხარს, რომლის წონა არანაკლებ 500 კილოს იწონიდა. ცხოველს მისდევდნენ ქუჩებში და როდესაც ხარი მდინარე დუეროზე გადებულ ხიდს გადასცდებოდა, შუბებით შეიარაღებული ადამიანები ხვდებოდნენ.

დევნა შესაძლებელი იყო, როგორც სირბილით, ისე - ცხენით. მაგრამ დაუშვებელი იყო დევნა რაიმე მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებით. ხარს ურჭობდნენ შუბებს, ესროდნენ ქვებს.

Zooclub

საბოლოოდ, ცხოველი იღუპებოდა. გამარჯვებულს, რომელიც სასიკვდილო
დარტყმას მიაყენებდა, უფლება ეძლეოდა ხარისთვის კუდი მოეჭრა, შუბის წვერზე ჩამოეცვა და მთელი ქალაქი ასე მოეარა.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები წარმატებულ მონადირეს მედალსა და რკინის შუბს გადასცემდნენ.

რა თქმა უნდა, მსგავსი სისასტიკე ბოლო პერიოდში მთელი ცივილიზებული სამყაროსა და ბევრი ესპანელის ნეგატიურ განწყობას იწვევდა.

ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი გამოდის ბარბაროსული ტრადიციების წინააღმდეგ და ეს აკრძალვაც დიდ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?