შინაური ბინადრები უარყოფილ და მიტოვებულ ადამიანებს სტრესის დაძლევაში ეხმარებიან
შინაური ბინადრები უარყოფილ და მიტოვებულ ადამიანებს სტრესის დაძლევაში ეხმარებიან
მკვლევარებმა აღმოაჩინეს ახალი არგუმენტები შინაური ბინადრების სასარგებლოდ. ისინი ძაღლის/კატის პატრონებს რეკომენდაციას აძლევენ, ყოველ ჯერზე, როცა არასასიამოვნო ფაქტის დავიწყება სურთ, იფიქრონ თავიანთ ოთხფეხა მეგობარზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში მკვლევარები გულისხმობენ გარშემომყოფების მიერ უარყოფილ ადამიანებს.

არკადიის (აშშ) უნივერსიტეტის ექსპერტებმა ჩაატარეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცდა. ექსპერიმენტის ფარგლებში ძაღლის მფლობელს უნდა გაეხსენებინა საკუთარი ბინადარი იმ დროს, როცა მას ვინმემ ზურგი აქცია და გული ატკინა.

კვლევის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ცდა: სპეციალისტები მონაწილეებს სთხოვდნენ გაეხსენებინათ ის მომენტები, როდესაც ისინი უარყვეს, ხოლო შემდეგ მეცნიერები მოხალისეებს აჩვენებდნენ
ფოტოებს და თხოვდნენ სურათებზე აღბეჭდილი ცხოველებისთვის სახელები შეერჩიათ. ამ პერიოდში მკვლევარები ცდისპირების ემოციურ მდგომარეობას აკონტროლებდნენ. 

აღმოჩნდა, რომ იმ მოხალისეების, რომლებმაც ცხოველებისთვის სახელები მოიგონეს, შინაგანი ნეგატიური მდგომარეობა შემცირდა.

ამასთანავე, ექსპერტებმა ცდიპირებს ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზეს: მათ წინა ექსპერიმენტის მსგავსად უნდა გაეხსენებინათ ის მომენტები, როდესაც უარყვეს და მოეფიქრებინათ ფოტოზე ასახული ადამიანების სახელები. ამ ცდამ შედეგი არ გამოიღო, რადგან თერაპიამ დადებითი ემოციები არ გამოიწვია.

შედეგი: როდესაც სხვა ადამიანებისგან ან ადამიანისგან უარყოფილი პიროვნება ფიქრობს საკუთარ შინაურ ცხოველზე, მისი ემოციური ფონი და ნეგატიური მდგომარეობა მცირდება.

ასევე იხილეთ:

5 საოცარი ნიშანი, რასაც ძაღლი ადამიანისგან გრძნობს

რა შეიძლება გიამბოს ცხოველმა საკუთარი მფლობელის შესახებ?

შინაური ბინადარი დაგეხმარებათ შეიძინოთ ერთგული ადამიანები

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?