15 ცნობილი მსახიობი ქალი, რომელიც "გიჟდება" საკუთარ შინაურ ბინადარზე
15 ცნობილი მსახიობი ქალი, რომელიც "გიჟდება" საკუთარ შინაურ ბინადარზე
ცნობილ ადამიანებსა და ჩვენ შორის დიდი განსხვავება არაა. ისინიც დადიან პროდუქტების საყიდლად მაღაზიებში, სტუმრობენ სწრაფი კვების რესტორნებსა და აღმერთებენ თავიანთ შინაურ ბინადრებს.

ჩვენ შევკრიბეთ იმ ცნობილი ვარსკვლავების ფოტოები, რომლებიც საოცარი მზრუნველობით გამოირჩევიან თავიანთი ბინადრების მიმართ.


ემა სთოუნი და მისი ოქროსფერი რეტრივერის მეტისი, რომელიც "სიკვდილის თავშესაფრიდან" გადაარჩინა. ის ამაყობს თავისი ულამაზესი ძაღლით.

Zooclub

ჯესიკა ბეილი და მისი უზარმაზარი ძაღლი, სახელად "ტინა", რომელიც მსახიობის საუკეთესო მეგობარია.

Zooclub

ქრისტენ ბელი ცნობილია, როგორც საკუთარ ძაღლებზე "გაგიჟებული დედა".
"მე ისინი საკუთარი შვილივით მიყვარს. ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე
ყოფნა."-ამბობს ბელი.

Zooclub

რეიჩელ ბილსონს იმდენად უყვარს თავშესაფრიდან გადარჩენილი ძაღლი, რომ მოგზაურობის დროს მას ტელეფონით ესაუბრება.

Zooclub

სანდრა ბალოკი
ცნობილია, როგორც ცხოველთა მოყვარული მსახიობი. ის პატრონობს სამ ჩიხუახუას. მათ შორის რუბის, რომელიც ორი თათით დაიბადა. ასევე პუპი, რომელმაც ავტოავარიის შედეგად ერთი თათი დაკარგა და ცალთვალა ბებე, რომელიც სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა.

Zooclub

ოლივია უაილდი დიდ დროს ატარებს თავის 9 წლის ძაღლ პაკოსთან ერთად, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანა. ის პატრონს რამდენიმე წლის განმავლობაში ჯაჭვით ყავდა დაბმული, რის გამოც ჩამოართვეს და სოლიდური ჯარიმა გადაახდევინეს.

Zooclub


ქეით მიდლტონი და ოჯახის სრულუფლებიანი წევრი - ლაბრადორის მეტისი, სახელად ლუპო. ძაღლი ხშირად უწევს ქეითს კოპანიონობას მაღაზიაში თუ პარკში სეირნობის დროს.

Zooclub

ჯესიკა ჩესტეინი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში თავისი საყვარელი ძაღლის გარეშე. სამთათა ძაღლი, სახელად ჩაპლინი ყოველთვის თან ახლავს.

Zooclub

სელენა გომესი - "ჩემი საყვარელი ბავშვი", სწორედ ასე მიმართავს მსახიობი ძაღლს, რომელიც თავშესაფრიდან იხსნა.

Zooclub

ელენ დეჯენერსის ქორწილი მისი საყვარელი შინაური ბინადრების გარეშე არ შედგებოდა. მსახიობი და ტელეწამყვანი ასევე ცნობილია, როგორც ცხოველთა დიდი გულშემატკივარი და მათი დამცველი.

Zooclub

ჯულიენ ჰიუის ძაღლები "ბონი და კლაიდის" გადაღებებზეც კი იწონებდნენ თავს.

Zooclub

ჩელსი ჰანდლერის ძაღლს, სახელად ჩანს საკუთარი ტვიტერიც კი აქვს. ის მეტისია და მსახიობმა თავშესაფრიდან აიყვანა.

Zooclub

ნატალი პორტმანს შესაძლოა უკვე ჰყოლოდა ქმარიც და შვილიც, მაგრამ ის ძალიან დაკავებულია საკუთარი ძაღლით, სახელად ვიზი. ცხოველი ხშირად მოგზაურობს თვითმფრინავით პატრონთან ერთად და მეტიც, ის დაჯილდოების ცერემონიალებსაც ესწრება.

Zooclub

ამანდა საიფრიდი- კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, რომელიც ძაღლის ნამდვილი "მშობელია". ის და მისი შოტლანდიური ნაგაზი განუყრელი მეგობრები არიან.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ცნობილი ადამიანები და მათი ძაღლები

ლეონარდო დიკაპრიოს ფონდი 40 მილიონ დოლარს გადარიცხავს ბუნების დაცვის ორგანიზაციებში, მათ შორის მგლების დასახმარებლად

ალენ დელონი და მისი 35 ძაღლი

Irma
Gmertma dalocos yvela, vinc ueno arsebebze da cocxal bunebaze zrunavs
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?