ვეფხვი ამური საბოლოოდ ჩამოაშორეს თხა თემურს
ვეფხვი ამური საბოლოოდ ჩამოაშორეს თხა თემურს
"თხა თემური, რომელმაც ვეფხვ ამურთან ჩხუბის შემდეგ მოსკოვის კლინიკაში ჩაიტარა მკურნალობის კურსი, არასოდეს აღარ იცხოვრებს მტაცებელთან ერთად ვოლიერში," - ამის შესახებ გუშინ, 6 მაისს საფარი-პარკის დირექტორმა დიმიტრი მეზენცევმა განაცხადა.

მეზენცევის ცნობით, მას შემდეგ, რაც 12 მაისს თხა თემურს ვეტკლინიკდან გამოწერენ, ცხოველები ერთმანეთს მხოლოდ პარკის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ ნახავენ.
ადგილობრივი ტელეარხის “360 Подмосковье”-ის ცნობით, 26 აპრილს თხა თემურს ვეფხვმა ამურმა უკბინა.

2016 წლის იანვარს ვეფხვი ასევე დაესხა თხა თემურს. თხას დაუნიშნეს ქიმიოთერაპია და ვიტამინები.

იმის შესახებ, რომ ვეფხვი და თხა, რომელიც
მას შესაჭმელად მიუყვანეს, დამეგობრდნენ, 2015 წლის 26 ნოემბერს გახდა ცნობილი. საფ
არი-პარკში აღნიშნეს, რომ მტაცებელმა იმიტომ არ შეჭამა პოტენციური მსხვერპლი, რომ თხამ მისი თავდასხმისგან თავი დაიცვა. მას შემდეგ ცხოველები დროს ერთად ატარებდნენ.


ასევე იხილეთ: "ამურის ვეფხვი მასთან შესაჭმელად შეშვებულ თხას დაუმეგობრდა (+ვიდეო)"

"მეცნიერებმა თემურისა და ამურის ერთად ცხოვრების ფენომენი ამოხსნეს"

"მიიღეს გადაწყვეტილება ამური და თემური ერთმანეთს დააცილონ"
გიორგი
დღემდე ვერ გამიცია პასუხი, – ამურს ეშინოდა და ამიტომ არ ერჩოდა თუ ემეგობრებოდა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?