ქირურგები რეპტილიას 3 საათი უკეთებდნენ ოპერაციას - ისინი ცდილობდნენ მისი ბაკანის აწყობას
ქირურგები რეპტილიას 3 საათი უკეთებდნენ ოპერაციას - ისინი ცდილობდნენ მისი ბაკანის აწყობას
ცხოველთა მოყვარულმა როსტოველმა ქალმა ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანა ორი კუ, რომლებიც გზიდან მას შემდეგ აიყვანა, რაც მათ მანქანამ გადაუარა.

მათ შორის, ერთი რეპტილია მკვდარი იყო, ხოლო მიუხედავად მრავლობითი დაზიანებისა, მეორეს სიცოცხლის ნიშნები კვლავ ჰქონდა. კუს ბაკანი დამტვრეული იყო. კლინიკის ვეტერინარებმა ჩაატარეს უნიკალური ოპერაცია - მათ ბაკანის ნაწილები ბოლომდე ააწყეს.

ოპერაცია 3 საათი მიმდინარეობდა, დაზიანებული ბაკანის ნაწილები შეაერთეს ტიტანის დამჭერებით, რომელიც დააფიქსირეს ხრახნებით. ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ ყბა-სახის მოტეხილობის დროს.

Zooclub

საბედნიეროდ, კუ გადარჩა.

პატრონი მას ხშირად ატარებს ვეტერინართან გამოკვლევებზე. მისი თქმით, ბაკანის
შემაერთებელი ნაწილები ექიმმა რამდენიმე ხნის შემდეგ ჰერმეტულად უნდა დახუროს, რათა რეპტილიას შეეძლოს მშვიდად ცურვა. ვეტერინარის
თქმით, მის ბოლომდე აღდგენას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.

ასევე იხილეთ:

ამ ძაღლის სახე იმდენად დეფორმირებული იყო, რომ ის ღორს მოგაგონებდათ

6 თვის ლეკვს 18 ტყვია ესროლეს..

ვეტერინარი ოპერაციის დაწყებამდე შეშინებულ ლეკვს სიმღერით ამშვიდებს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?