ინდოეთის ნაკრძალში ძუ ვეფხვმა თავისი ბოკვერი აბანავა
ინდოეთის ნაკრძალში ძუ ვეფხვმა თავისი ბოკვერი აბანავა
ვეფხვების ნაკრძალში Tadoba-Andhari (ინფოეთი, მახარაშტას შტატი) ფოტოგრაფმა ნინად სანემ სახალისო ფოტოები გადაიღო - თუ როგორ აბანავა დედა-ვეფხვმა ღელეში თავისი მოზრდილი ბოკვერი.

მშობლების უმეტესობა დაგვეთანხმება, რომ ბავშვის დაბანა არ არის ადვილი საქმე. დედა ვეფხვმაც ბევრი ძალა დახარჯა, რომ თავისი ბოკვერი დაებანა. ბოკვერს კი, როგორც ჩანს, წყალში მხოლოდ მსუბუქად დასველება სურდა.

"დიდხანს ველოდი, როდის მოვიდოდა წყალთან დედა თავისი ნაშიერით და როდესაც ისინი მოვიდნენ ბოკვერმა მაშინვე დაიწყო წყალში ხტუნვა, როგორც ადამიანის შვილი ზღვის სანაპიროზე. მაგრამ დედა ლომი მას სულ თვალყურს ადევნებდა და ცდილობდა კარგად
ამოევლო ის წყალში," - ამბობს ფოტოგრაფი.

ბოკვერი ამას ახალ თამაშად იღებდა, დედა კი იღრინებოდა და
თითქოს მკაცრად უყურებდა.


Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub


საბოლოოდ, ბოკვერი დამშვიდდა და სანამ ნაპირზე გამოვიდოდნენ დედას “აკოცა".

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?