ბოლო 10 წლის განმავლობაში ვეფხვების პოპულაციამ მოიმატა
ბოლო 10 წლის განმავლობაში ვეფხვების პოპულაციამ მოიმატა
იშვიათი მტაცებლების რაოდენობა ბუნებაში თითქმის 500 ერთეულით გაიზარდა. ასეთი შედეგის მიღწევა ცხოველებისა და მათი ადგილსამყოფელის დაცვით გახდა შესაძლებელი.

ყველაზე კომფორტულ საცხოვრებელ ადგილად ვეფხვებისთვის ინდოეთია აღიარებული, ამ ქვეყანაში 2226 ვეფხვი ბინადრობს. მტაცებლების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მეორე ადგილზეა. ასევე ვეფხვები ბინადრობენ ინდონეზიაში, მალაიზიაში, ნეპალსა და ტაილანდში.
ვეფხვების საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში 3200-დან 3890-მდე გაიზარდა. სპეციალისტების აზრით, პოპულაციის ზრდა სახეობისა და მისი ადგილსამყოფელის გაძლიერებული დაცვის წყალობით ხდება.

“პირველად უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ვეფხვების რაოდენობა კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს გვაიმედებს და გვანახებს, რომ
როდესაც ხელისუფლება, ადგილობრივი მცხოვრებლები და სპეციალისტები ცხოველთა დაცვის სფეროში ერთიანდებიან, შეგვიძლია იშვიათი სახეობების და მათი
ადგილსამოფელის შენარჩუნება”, - აღნიშნავს WWF-ის წარმომადგენელი მარკო ლამბერტინი.

უკანასკნელი 100 წლის მანძილზე მტაცებლების რაოდენობა ველურ ბუნებაში 97%-ით შემცირდა. გასული წლის დასაწყისში მათი პოპულაცია დაახლოებით 100 000-ს შეადგენდა.WWF-ს მონაცემების თანახმად, დღესდღობით განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ამ ტერიტორიაზე ვეფხვებს გადაშენება ემუქრებათ.
არა მხოლოდ ზოლიანი მტაცებლები ზიანდებიან ადამიანების გამო. ადრე ეკოლოგები გვაფრთხილებდნენ, რომ უკანასკნელ 40 წლის მანძილზე ველური ცხოველების რაოდენობა დედამიწაზე ორჯერ შემცირდა. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია ნადირობასა და პლანეტის დაბინძურებასთან.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?