სუპერმარკეტში სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილი ურიკები გამოჩნდა
სუპერმარკეტში სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილი ურიკები გამოჩნდა
იტალიის სუპერმარკეტში გენიალური იდეა განახორციელეს - ძაღლების პატრონებს მისცეს საშუალება თავისი ბინადრები მაღაზიებთან კი არ დატოვონ, არამედ მშვიდად იარონ საყიდლებზე მათთან ერთად.

იტალიის სუპერმარკეტში Gianfranco Galantini-ის ძაღლებისთვის განკუთვნილი სპეციალური ურიკები გამოჩნდა. ქალაქ ლიანოში მაღაზია Unes-ს მფლობელმა აღიარა, რომ ეს იდეა მას მაშინ მოაფიქრდა, როდესაც პატრონების ქუჩაში მომლოდინე ძაღლების რაოდენობას მიაქცია ყურადღება.

Zooclub

გაითვალისწინა რა, რომ ადამიანები, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ, თავს უფრო მშვიდად იგრძნობენ, თუ მათი ბინადრები გვერდით ეყოლებოდათ, გადაწყვიტა ეს იდეა განეხორციელებინა.

რამოდენიმე კვირის წინ სუპერმარკეტში პატრონებს შესთავაზეს სპეციალური ურიკები.
ყოველი მათგანი აღჭურვილი იყო გამყოფითა და ბრტყელი ზედაპირით, რომ ძაღლებისთვის კომფორტული ყოფილიყო შიგნით დგომა და
ჯდომა.

“ეს წესები სულ ცოტა ხნის წინ შემოიღეს, მაგრამ უკვე შესამჩნევია, თუ რამდენად აფასებენ მყიდველები. ცხოველებისთვის განკუთვნილი ურიკები ყოველი გამოყენების შემდეგ ირეცხება”, - აცხადებს Galantini La Repubblica.

Zooclub

Zooclub

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?