დინოზავრების გადაშენების ახალი სავარაუდო მიზეზი დასახელდა
დინოზავრების გადაშენების ახალი სავარაუდო მიზეზი დასახელდა
მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ დინოზავრების გადაშენების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება მალარია ყოფილიყო. ასეთ დასკვნამდე ორეგონის (აშშ) შტატის მკვლევარები მივიდნენ მას შემდეგ, რაც მათ დაახლოებით 20 მილიონი წლის წინ ქარვაში გაქვავებული მალარიის კოღო აღმოაჩინეს.

აქამდე მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მალარია 15 000-დან 8 მილიონამდე წლისაა. მას უბრალო პარაზიტული პლაზმოდიები იწვევს, ხოლო Anopheles-ს მსგავსი კოღოები ავრცელებენ.

“მეცნიერები დიდხანს კამათობდნენ, რამდენი წლისაა მალარია. ვფიქრობ, რომ ახალი ფაქტები ამტკიცებენ, რომ მალარიის კოღოები უკვე 20 მილიონი წელია, რაც არსებობენ ,თუმცა, დაავადების უფრო ადრეული ფორმები, რომელიც სისხლისმწოველი მწერების დახმარებით გადადიოდა,
100 მილიონი წლის წინანდელია, შეიძლება უფრო ადრეულიც”,
- წერს პოინარი.

დინოზავრების გადაშენების მიზეზად კატასტროფა ითვლება - ასტეროიდთან შეჯახება, ვულკანების გლობალური ამოფრქვევა. ამავდროულად, ნათელია, რომ დინოზავრები ათასწლეულების მანძილზე ნელ-ნელა იღუპებოდნენ, ეს გვაძლევს უფლებას სხვა მიზეზებზეც ვისაუბროთ. მაგალითად იმის შესახებ, რომ ამასთან კავშირში შეიძლება პათოგენური მიკროორგანიზმებიც იყვნენ, მათ შორის მალარიის წარმომშობიც”, - ფიქრობენ მეცნიერები. მათ მაგალითად მოყავთ ჰავაის ფრინველების მრავალი სახეობა, რომლებიც მალარიის გამო განადგურდნენ.

ადამიანის მალარიით დაავადების პირველი შემთხვევა ჩინეთში, ძვ. წ. აღ. 2700 წელს აღინიშნა. ზოგი მკვლევარი იმასაც კი ფიქრობს, რომ სწორედ ამ დაავადებას შეიძლება გამოეწვია რომის იმპერიის დაცემა.

2015 წელს მსოფლიოში მალარიით დაავადების 214 მილიონი შემთხვევა აღინიშნა. ყოველწლიურად მალარიისგან 400 000 ადამიანზე მეტი იღუპება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?