სელაპი ყოველდღე სტუმრობს რესტორანს და ძაღლივით საკვებს ითხოვს (+ვიდეო)
სელაპი ყოველდღე სტუმრობს რესტორანს და ძაღლივით საკვებს ითხოვს (+ვიდეო)
სელაპი სემი, რომელიც ოკეანეში ცხოვრობს, ყოველდღიურად სტუმრობს თევზის ერთ-ერთ რესტორანს დუბლინში (ირლანდია). ზღვის უშიშარი ცხოველი ამოდის წყლიდან, კვეთს სამანქანო გზას და მიდის რესტორანთან, ხოლო იქიდან ხშირად საკვებით ბრუნდება.

სემისთვის პრობლემას არ წარმოადგენს გზის გადაკვეთა იმისათვის, რომ საყვარელ რესტორანს მიუახლოვდეს. მას არ აშინებს არც ადამიანები და მეტიც, ის ვიდეო კამერებთანაც იწონებს თავს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს სელაპის ნაპირზე გამოჩენა აღარ უკვირთ, სწორედ მათ შეარქვეს სახელი სემი. რესტორნის თანამშრომლები ხშირად უმასპინძდებიან, თუმცა, ზოგჯერ მის გაგდებასაც ცდილობენ.

სემი არ ბრაზდება. მთავარია მისთვის ხმელეთზე გასეირნება და თევზი -
ძირითადად მაინც თევზი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

პანდამ ფუტკრის სკებს მიაგონო და თაფლი "წაქცევამდე" ჭამა

კატა მატროსკა ვლადივოსტოკიდან რეციდივისტი გახდა


მშიერი ზღვის ლომი რესტორანში შეიპარა და მაგიდასთან მოკალათდა (+ვიდეო)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?