ამ კომედიაში ერთ-ერთი სცენის გადასაღებად ლომი... მოკლეს...
ამ კომედიაში ერთ-ერთი სცენის გადასაღებად ლომი... მოკლეს...
ძველმა რუსულმა კომედიური ჟანრის ფილმმა "ზოლიანი რეისი", რომელიც ძალიან პოპულარული იყო ადრე და ახლაც ბევრს ახსენებს ბავშვობას, სამი ცხოველი შეიწირა.

ეს იყო ვეფხვი, სახელად პურში, რომელიც "ზოლიანი რეისის" გადაღების შემდეგ დიაბეტით დაავადდა და მალე გულის შეტევით მოკვდა. მისი შემცვლელი პურში 2 კი, რუსლან იგნატიევის თქმით, ძალიან მოუქნელი აღმოჩნდა და ვოლიერიდან ვოლიერში გადაყვანისას შემთხვევით ხერხემალი დაუზიანდა და დაინვალიდდა.
Zooclub
მარგარიტა ნაზაროვა ცრემლიანი თვალებით დაემშვიდობა თავის საყვარელ ვეფხვს. "მშვიდობით მეგობარო" - ჩასჩურჩულა ყურში და ცრემლი ღვარად წამოუვიდა თვალებიდან.

ნაზაროვას წასვლის შემდეგ ცხოველი ყველასგან
მოშრებით, გალიაში მოათავსეს. რადგან მაყურებელს არ უნდა ენახა ინვალიდი ვეფხვი. პირველივე დღეებში ის აღარ ჭამდა.
შემდეგ უკვე თანამშრომლები აჭმევდნენ ძალით. დიდი ტკივილისგან ცხოველი ხმამაღლა ღრიალებდა. ცირკის დირექტორმა ვეღარ გაუძლო პურში 2-ის ასეთი წამების ყურებას და ერთი თვის მერე თავისი ხელით მოკლა. მან ვერ შეასრულა მარგარიტა ნაზაროვას თხოვნა, რომ ცხოველი თავისი სიკვდილით მომკვდარიყო. მსახიობს ვეფხვის ამ საშინელი ბედის შესახებ არ გაუგია.

რაც შეეხება ლომს, სახელად ვასია, ეფექტური სცენის გამო, ის უბრალოდ მოკლეს...
Zooclub
მარგარიტა ნაზაროვას თქმით, "ზოლიანი რეისის" გადაღების ბოლო დღეებში ნამდვილი დრამა გათამაშდა. გადაღებისთვის ლომი ოდესის ზოოპარკში იყიდეს. ეს იყო ასაკოვანი და სამსახიობო საქმეში, ასე ვთქვათ, გამოცდილი ლომი, სახელად ვასია. მანამდე ის კიდევ რამოდენიმე ფილმში გადაიღეს. ნაზაროვა მან თავიდან არ მიიღო, მაგრამ მალე ისინი ძალიან დამეგობრდნენ და მარგარიტა პეტროვნა მას უკვე ყველაფერს აკეთებინებდა. აი, ვეფხვებს ცხოველების მეფე ვერაფრით შეეწყო. ერთხელ ვასიასთან შევარდა ახილი და სერიოზულად დააზიანა. აქვე უნდა ითქვას, რომ ვეფხვი ლომზე ძლიერი და საშიშია. ამიტომ ვასიას მონაწილეობით სცენები ვეფხვებისგან დამოუკიდებლად გადაიღეს.

ვასია ნაზაროვას კოლეგებსაც არ სწყალობდა. ამიტომ ცნობილი ეპიზოდი, სადაც ვითომ ლუმინალის დალევის შემდეგ ლომს ჩაეძინა და შემდეგ ის გალიისკენ ხელში ატაცებული წაიღეს, გადაიღეს მას მერე, რაც 200 კილოიანი მტაცებელი უბრალოდ... მოკლეს...
Zooclub
შემდეგ უკვე, ამ ფაქტის მიზეზად ის მოყავდათ, რომ ლომს ვერაფრით დაალევინეს დასაძინებელი წამალი. მეორეც, მსახიობების მიახლოებისას ის ყოველთვის თავს ესხმოდა მათ.

მანამ გაცხარებული დებატები გაჩაღდა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნებოდა ჯალათი - არავის უნდოდა ეს ცოდვა აეღო საკუთარ თავზე. ლომის მოკვლაზე ფილმის პიროტექნიკოსმა განაცხადა თანხმობა. მან ორი ჭიქა არაყი დალია და ლომს შუბლში მთელი მჭიდი დააცალა.
რამოდენიმე დღის განმავლობაში მარგარიტა პეტროვნა ცხარედ მოთქვამდა მოკლული მეგობრის ცხედართან. მან კატეგორიულად იუარა მუშაობის გაგრძელება და კინაღამ ფილმის უკანასკნელი ეპიზოდები ჩაშალა.

თუმცა, საბოლოოდ, ფილმის "ზოლიანი რეისი" გადაღება მაინც დაასრულეს.


მომთვინიერებელი - მარგარიტა პეტროვნა ნაზაროვა

40 წლის შემდეგ ნაზაროვა რუსლან იგნატიევმა მოიკითხა. მას იური ნიკულინმა შეატყობინა, რომ ეს ქალბატონი დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა და მისი დახმარება სთხოვა. მარგარიტა პეტროვნა არავის იღებდა. მითუმეტეს ჟურნალისტებს. იგნატოვმა ნაზაროვას ნიჟნი ნოვგოროდში ჩააკითხა. დიდი ხნის კაკუნის შემდეგ კარი ხანშიშესულმა ქალბატონმა გააღო. უმშვენიერესი ქალბატონისგან კვალიც არ იყო დარჩენილი. ბინა ძალიან ცუდ დღეში იყო ძველი გაფუჭებული ტელევიზორისა და ტუმბოს გარდა, ოთახში არაფერი იდგა.
Zooclub
მეზობლების თქმით, ნაზაროვა მაშინვე დაივიწყეს, როგორც კი გამოსვლები შეწყვიტა. მისი მეუღლე კონსტანტინ კონსტანტინოვსკი გარდაიცვალა. ამის შემდეგ მარგარიტა პეტროვნა თავად გახდა სერიოზულად ავად. ნელ-ნელა ნათესავები და ახლობლები შემოეცალნენ. პენსიას მიზერულს იღებდა, რაც კომუნალურ გადასახადებზე თუ საჭმელზე ძლივს ყოფნიდა. მაღაზიაში ის ყიდულობდა 100 გრამ ყველს, 50 გრამ ძეხვს და ერთ ვაშლს.

ბოლო წელს მასზე რეპორტაჟი გავიდა, რომლის შემდეგ ქალაქის მერის, ბორის ნემცოვისა და პრეზიდენტ ბორის ელცინის გადაწყვეტილებით, მარგარიტა პეტროვნას პენსია გაეზარდა. თუმცა, უკვე გვიანი იყო.

1988 წელს, ვეფხვის წელიწადს ნაზაროვა სრულიად მარტო შეხვდა. მალე ის გარდაიცვალა. მისი სხეული მხოლოდ სამი დღის შემდეგ აღმოაჩინეს.


ასევე იხილეთ: "როგორ იღებდნენ ფილმს - "ზოლიანი რეისი""
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?