რომელი ცხოველი მოგიტანთ ბედნიერებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი ცხოველი მოგიტანთ ბედნიერებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ცნობილი რუსი ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის კონკრეტული ცხოველის ყოლას ოჯახში მოაქვს ბედნიერება, სტაბილურობა, სიმშვიდე და ჯანმრთელობა.

ასტროლოგი თვლის, რომ ჰაერის სტიქიის ნიშნებს მერწყულებს, ტყუპს და სასწორებს ბედნიერებას ჩიტები და ზოგადად ფრთოსანი მეგობრები ჰპირდებიან. თუთიყუში და სხვა ტიპის ფრთოსანი ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის დამახასიათებელი კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან, ამიტომ ბევრი იქნება პატრონსა და მფლობელს შორის მსგავსება ამ მხრივ.

მიწის სტიქიის ნიშნებს კუროებს, ქალწულებს და თხის რქებს ვოლოდინა ფისოს ან მღრღნელის ყოლას ურჩევს სახლში. ეს ცხოველები ყველაზე
მეტად ასოცირდებიან ოჯახურ სითბოსთან და მყუდროებასთან. ყველაფერი ამის სიყვარული კი მიწის ნიშნებში ძალიან არის აქცენტირებული.

ცეცხლის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ანუ ვერძის, ლომისა და მშვილდოსნისთვის
ვასილისა ვოლოდინას თქმით, საუკეთესო თილისმად ძაღლები მიიჩნევიან. საუკეთესო ვარიანტია ამ მხრივ ცოტა აგრესიული, მონადირე ან დიდი ზომის ძაღლის ყოლა. ძაღლი თავისი მებრძოლი ბუნებით უახლოვდება ცეცხლის ნიშნის უმთავრეს თვისებას, არასოდეს დაყაროს ფარ-ხმალი.

იხილეთ სრულად
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?