ეს სპილო სამი კვირაა, ერთი და იმავე ადგილზე დგას. ვერ წარმოიდგენთ, რას ელოდება (+ვიდეო)
ეს სპილო სამი კვირაა, ერთი და იმავე ადგილზე დგას. ვერ წარმოიდგენთ, რას ელოდება (+ვიდეო)
ტენესის (აშშ) ნაკრძალის ბინადრები ძალიან მეგობრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი. ამ ადგილზე მოხალისეებს მოჰყავთ ის ცხოველები, რომლებიც მთელი ცხოვრება  ცირკს ან ზოოპარკს ემსახურებოდნენ. ისინი უზარმაზარ ტერიტორიაზე თავისუფლად სეირნობენ და არავის ბრძანებებს აღარ ასრულებენ. 

ყველა ნაკრძალში მყოფი სპილო ერთმანეთთან მეგობრობს, თუმცა, ისინი მაინც წყვილებად არიან დაყოფილნი. ისევე როგორც ადამიანები, ეს უზარმაზარი ოთხფეხა არსებებიც ხედავენ განსხვავებას მეგობარსა და საუკეთესო მეგობარს შორის. ნაკრძალში ბინადრობს ერთი განსაკუთრებული წყვილიც, რომელიც მომვლელების დიდ ყურადღებას იპყრობს. ესენი არიან სპილო ტარა და მაწანწალა ძაღლი ბელა.

პირველად ბელა შეამჩნიეს, როცა
სპილოს ზურგზე აძვრა და მოკალათდა. მის დასახმარებლად მისულმა მომვლელებმა დაინახეს, რომ ისინი მეგობრულად თამაშობდნენ.

მას
შემდეგ ათი წელი გავიდა და ეს ცხოველები კვლავ საუკეთესო მეგობრები არიან, თუმცა, ერთი თვის წინ ბელამ ხერხემლის ტრავმა მიიღო. ვეტერინარები გაოცებულნი იყვნენ, როცა ყოველდღიურად ხედავდნენ სპილოს ნაკრძალთან მდებარე კლინიკასთან, სადაც ძაღლი მკურნალობის კურსს გადიოდა. როცა ძაღლი კლინიკიდან გამოიყვანეს, გახარებული ტარა მიეგება, ხორთუმით ეფერებოდა და გვერდიდან არ შორდებოდა.

"თითქმის ერთი თვის მანძილზე სპილო მშვიდად იდგა კლინიკასთან და მთელი დღე მოთმინებით ელოდებოდა მეგობრის გამოჩენას. ეს საოცარი მეგობრობაა, რაც ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია."-ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ლეკვობის პერიოდში გაცნობილი ძაღლების ემოციური შეხვედრა დიდი ხნის შემდეგ

ის ელოდებოდა ოჯახს, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდებოდა

ძაღლი რამდენიმე კვირაა, კლინიკასთან ელოდება გარდაცვლილ პატრონს
ნესტან არველაძე
ადამიანების უმეტესობას ნამდვილად არ შეუძლიათ სიყვარულის და ერთგულების ისეთი გამოხატვა, როგორც ცხოველებს !
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?