პოლიციელს სახლში 3 დაობლებული პუმის ბოკვერი ესტუმრა (+ვიდეო)
პოლიციელს სახლში 3 დაობლებული პუმის ბოკვერი ესტუმრა (+ვიდეო)
3 დაობლებული 6 თვემდე პუმის ბოკვერი ესტუმრა პოლიციელის ფერმას, რომელიც მდებარეობს "დათვის მდინარეზე" - სწორედ ასე მოიხსენიებენ აიდაჰოს ( აშშ-ს შტატი, მთიანი რეგიონი), ქალაქ პრესტონში მდებარე ადგილს. 

დრიუ სტაფორდი მისაღებ ოთახში იმყოფებოდა, როცა ეზოდან ხმაური მოესმა. პატარა ცხოველები მის აივანზე შევიდნენ და ინტერესით აკვირდებოდნენ ახალ გარემოს.

როგორც ჩანს, მთის ლომები, როგორც ამ ცხოველს მოიხსენიებენ, საკვებს ეძებდნენ, თუმცა, რამდენიმე წუთში ისინი უკვალოდ გაქრნენ.

მეორე დილით ფერმის მფლობელმა პატარა ცხოველები საკუთარ ავტოსადგომში აღმოაჩინა.

რადგან პუმის ბოკვრების დედა არ გამოჩნდა ამ დროის განმავლობაში,
სტაფორდმა გამოიძახა გარემოს დამცველები, რომლებმაც ცხოველები სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.

ადგილობრივი გარემოს დამცველების თქმით, მთის ლომები
ზამთარს თავშესაფარში გაატარებენ, ხოლო გაზაფხულზე კვლავ დაუბრუნდებიან ველურ ბუნებას.

სტაფორდის თქმით, მას შემდეგ რაც ფერმა იყიდა, მის ეზოს ხშირად სტუმრობენ ირმები, ლოსები, არწივი, თუმცა, პუმები მან პირველად ნახა საკუთარ ტერიტორიაზე.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

დაობლებული პატარა კენგურუ სათამაშო დათვთან ერთად მარტო ცხოვრობს

ის დედას პატარაობაში მოპარეს, მას შემდეგ თავს მარტოსულად გრძნობდა

ვერ წარმოიდგენთ, ვის უწევს დედობას ძაღლი

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?