ასე წვრთნიან სპილოებს იმისთვის, რომ ტურისტებს ემსახურონ
ასე წვრთნიან სპილოებს იმისთვის, რომ ტურისტებს ემსახურონ
ამ სასტიკ მეთოდს იყენებენ გარეული სპილოების მოსათვინიერებლად იმისთვის, რომ შემდეგ ამ სპილოებმა ტურისტები ასეირნონ.

მათ აბამენ ისე, როგორც სურათზეა მითითებული და სცემენ, რათა დაიმორჩილონ.

Zooclub

"ტურისტები შესაძლოა ფიქრობენ, რომ სპილოს ზურგზე ჯდომითა და სეირნობით, ზიანს არ აყენებენ, თუმცა, სინამდვილეში, ცხოველები ემორჩილებიან ადამიანებს დიდი სისასტიკის შემდეგ." - ამბობს ექიმი იან შმიდტ-ბურბაქი, გარეული ცხოველთა დაცვის ასოციაციის წევრი და ვეტერინარი.

იმ დროს, როცა არავინ იცის ყოველწლიურად რამდენი სპილო განიცდის საშინელ მოპყრობას, ყველაზე დიდი საშიშროებაა აზიური სპილოს საგრძნობლად შემცირება ბუნებრივ არეალში, რომლებსაც პატარაობაშივე იჭერენ და
წვრთნიან სასტიკი მეთოდებით.

პატარა სპილოებს დედისგან ადრეულ ასაკში აშორებენ. მათ სცემენ, აშიმშილებენ და რამდენიმე დღის
განმავლობაში ძილის საშუალებას არ აძლევენ. ეს მოთვინიერების ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც ხშირად მიმართავენ.

Zooclub

ყოველივე ეს კეთდება იმისათვის, რომ ტურისტული ბიზნესი ამ მხრივ მიმზიდველი იყოს და ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართულნი, შემოსავლის წყარო ჰქონდეთ.

მართალია, სპილოს ბუნებრივ არეალში დაჭერა კანონით აკრძალულია, თუმცა, ამ მუხლის განხორციელება, ხშირ შემთხვევაში, რთულდება, რადგან სპოლო ყველას თვალში ჩანს, როგორც თვინიერი არსება, რომელიც ტურისტებს მშვიდად ასეირნებს.

Zooclub

თუმცა, ამ ცხოველებს ის თვისებები არასოდეს დაუბრუნდებათ, რაც ბუნებამ დაბადებიდან უბოძა.

ასევე იხილეთ:

ინდურმა სპილომ 50 წლიანი მონობიდან გათავისუფლების შემდეგ იტირა

მოხალისეების ჯგუფი, რომელიც ჯაჭვით დაბმულ ძაღლებს ათავისუფლებს


მერაბი
ტურისტებმა ფეხით ან ჯიპებით იარონ, არაფერი მოუვათ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?