ფოტოგრაფმა გადაიღო მომაკვდავი კენგურუ, რომელსაც მეწყვილე და შვილი გვერდიდან არ შორდებოდნენ
ფოტოგრაფმა გადაიღო მომაკვდავი კენგურუ, რომელსაც მეწყვილე და შვილი გვერდიდან არ შორდებოდნენ
ეს სულისშემძვრელი ფოტოები გადაღებულია ევან სვიზერის მიერ ქუინსლენდში (ავსტრალია). იგი კენგურუების ოჯახის ტრაგედიას აღწერს.

პატარა კენგურუ მომაკვდავ მშობელს თვალს არ აშორებს და თანაუგრძნობს. სვიზერის თქმით, მამრი მეწყვილე გვერდიდან არ შორდებოდა და თავს უჭერდა მომაკვდავ მეორე ნახევარს.

მხოლოდ ასე შეეძლო თავისი შვილის დანახვა დედას, სანამ მოკვდებოდა.

Zooclub

პატარა თვალმოუშორებლად უყურებდა დედას და ერთხელ შეეხო სანამ სულს დალევდა.
"დავინახე, როგორ აიყვანა მამრმა კენგურუმ, თითქოს ცდილობდა ფეხზე დაეყენებინა მომაკვდავი მეწყვილე."-ამბობს ფოტოგრაფი.

Zooclub

როდესაც კენგურუმ საბოლოოდ დალია სული, მამრი მის სიახლოვეს სხვა კენგურუებს არ უშვებდა.

Zooclub

"ვმოგზაურობდი
ავსტრალიის ტერიტორიაზე, მინახავს ბევრი მკვდარი კენგურუ, თუმცა, მსგავს ფაქტს არასოდეს შევსწრებივარ."- ამბობს ევან სვიზერი.

თვითმხილველის
თქმით, რა მიზეზით დაიღუპა მდედრი კენგურუ არ არის ცნობილი. მას გარეგნულად არ აღენიშნებოდა ჭრილობები.


lali
ცხოველები ძალიან მგრძნობიარენი არიან. ,მათ ლაპარაკი არ შეუძლიათ, თორემ სხვა თვისებებით ხშირად ადამიანებზე მაღლა დგანან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?