ფაფრიანი მგელი - იშვიათი ცხოველი დედამიწაზე
ფაფრიანი მგელი - იშვიათი ცხოველი დედამიწაზე
ფაფრიანი მგელი ძაღლისებრთა რიგს მიეკუთვნება. მისი სხეულის სიგრძე დაახლოებით 115-126 სმ-ს აღწევს, ხოლო კუდი 25-30 სმ-მდეა. ეს ცხოველი გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიაში, პარაგვაიში, არგენტინასა და ბოლივიაში. ისიც ერთ-ერთი იშვიათი ცხოველთაგანია, რომლებიც დედამიწაზე ბინადრობს.

ზოგჯერ გარეგნობამ შესაძლოა მოგვატყუოს. გრძელფეხება ცხოველი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ლობო-გუარას ეძახიან, უნდა ყოფილიყო საუკეთესო მორბენალი, თუმცა, სისწრაფით ის ვერ იტრაბახებს, რადგან მას ძალიან პატარა ფილტვები და გული აქვს.

არაპროპორციული თათების გამო, გუანა სავანის ბალახზეც კი მაღალია, რაც ეხმარება ნადავლის მოპოვებაში. სუსტი კბილების გამო, უწევს ნადირობა ყველანაირ წვრილმანზე,
რომლის გადაყლაპვაც იოლია, მაგალითად: მღრღნელები, ფრინველები, ლოკოკინები და მწერები. მისი რაციონის ნახევარს შეადგენს ხილი და
მცენარის ფესვებზე არსებული ნაყოფი. საყვარელი საკვები - ბანანი და გუავა.

ზოოლოგებს დიდი დროის განმავლობაში ვერ გადაეწყვიტათ ფაფრიანი მგელი მიეკუთვნებინათ მგლისებრი თუ მელიისებრი ოჯახებისთვის. გაირკვა, რომ ეს ერთადერთი ცხოველია მოზრდილ ძაღლისებრთა ოჯახისა, რომელიც ათასობით წლის წინ გადაშენდა, სწორედ ამ ოჯახს მიეკუთვნება ფაფრიანი მგელიც. ამ ცხოველის მეცნიერული სახელია Chrysocyon brachyurus -ი, რაც ნიშნავს "მოკლეკუდიან ოქროსფერ ძაღლს".

ფაფრიან მგელს არაპროპორციულად გრძელი ფეხები აძლევს შანსს, რომ გადაურჩეს მძიმე ბუნებრივ პირობებს.

ასევე იხილეთ:

ფოსა-ყველაზე იშვიათი ცხოველი დედამიწაზე

ყველაზე იშვიათი ქათმის სახეობა დედამიწაზე, მსგავსი არასოდეს გინახავთ

მანული-ყველაზე ემოციური ცხოველი დედამიწაზე
ზ.კალორია
ტოპ მოდელი მგელია რა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?