ნახეთ, როგორ ეხმარებიან უსახლკარო ცხოველებს პოლიციელები!
ნახეთ, როგორ ეხმარებიან უსახლკარო ცხოველებს პოლიციელები!
საგზაო პოლიციის ქალ ოფიცერთა საოცარი ჯგუფი მიტოვებული ცხოველების გადარჩენით არის დაკავებული.

მათ იცნობენ სახელით Esquadron Orejitas (“პატარა ყურების რაზმი"). ეს ქალები პირად ფინანსებს იყენებენ უსახლკარო ცხოველების გადარჩენისას და მათ ბედნიერი სიცოცხლის შანსს აძლევენ, რისი ღირსებიც ეს პატარები ნამდვილად არიან.

დასაწყისში საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ჯგუფი, ამჟამად - სპეციალური გუნდი - ორჯერ გაიზარდა.

Zooclub

ჯგუფი გენერალ ხავიერ ავალოსის ხელმძღვანელობით მუშაობს. უფროსი ამბობს, რომ გუნდის ყველა წევრი სრულიად მომზადებულია და იცის, თუ როგორ მოერიოს იმ უჩვეულო სიტუაციებს, რომლებიც დედაქალაქში (ლიმა, პერუ) პატრულირებისას შეიძლება წარმოიშვას.

Zooclub

ორგანიზაციას საკუთარი ცხელი ხაზი აქვს, სადაც დედაქალაქის ნებისმიერ მცხოვრებს შეუძლია დარეკოს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია დატოვოს.

Zooclub

პროგრამის დაწყების მომენტიდან (2015 წლის დასაწყისში) ამ პროგრამისადმი ყურადღება იზრდება.

Zooclub

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ორგანიზაციას “პერუს ყველაზე რესპექტაბელური გუნდი” დაარქვეს.

Zooclub

ყოველი გადარჩენილი თავიდან მიყავთ ვეტერინართან, რომელიც მკურნალობს ჭრილობებს და ხშირ შემთხვევაში უკეთებს სტერილიზაციის ოპერაციას.

Zooclub

ჰიგიენური და გამაჯანსაღებელი პროცედურების შემდეგ ცხოველები გაჩუქების რიგში დგებიან.

Zooclub

პირველი დღიდან ამ მომენტამდე გუნდი 60 უსახლკარო კატასა და ძაღლს დაეხმარა, ეპოვა ახალი მოსიყვარულე ოჯახი.

Zooclub

ეს გუნდი მისაბაძი უნდა იყოს სხვადასხვა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის პოლიციისთვის.


lali
კარგი იქნებოდა, მაგრამ რაღაც არა მგონია ჩვენი პოლიციელების შეგნება ასეთ დონემდე ავიდეს. მშურს თეთრი შურით ასეთი ქვეყნების, სადაც ცხოველები უყვართ და ზრუნავენ მათზე, ჩვენ კი მხოლოდ ტრაბახი შეგვიძლია, რომ თურმე ყველასგან გამორჩეული და უჭკვიანესი ერი ვართ. ნეტა მართლა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?