მოპარული თიკანი დედას დაუბრუნეს, მათი შეხვედრა საოცარია (+ვიდეო)
მოპარული თიკანი დედას დაუბრუნეს, მათი შეხვედრა საოცარია (+ვიდეო)
ზოოპარკის თანამშრომლები შეშფოთებულნი იყვნენ, როცა შეამჩნიეს, რომ 3 კვირის თიკანი, სახელად გუსგუსი მოიპარეს. ინციდენტი მოხდა აშშ-ს ერთ-ერთი ქალაქის ზოოპარკში.

დედა ძალიან განიცდიდა შვილის დაკარგვას. ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, მას თითქმის არ სძინებია იმ დრომდე, სანამ პატარა თიკანი არ დაუბრუნეს.

საბედნიეროდ, პატარა ცხოველი მეორე დღეს იპოვეს. უგულო ადამიანს თიკანი გზაზე ორმოში გადაუგდია. 

თიკანი დედას კეთილი ადამიანების დახმარებით დაუბრუნდა. როდესაც მამაკაცი თავის ძაღლს ასეირნებდა, ცხოველი შემთხვევით დაინახა, აიყვანა და ახლომდებარე ზოომაღაზიაში მიიყვანა. მაღაზიის თანამშრომელი ზოოპარკს დაუკავშირდა, რომლებიც დაუყოვნებლივ მივიდნენ თიკანის წასაყვანად, რათა მშობლისთვის
შვილი დროულად დაებრუნებინათ.

იხილეთ ვიდეო, თიკანის დაბრუნება დედასთან.

ასევე იხილეთ:

მოპარული ძაღლი პატრონებმა ერთი წლის
შემდეგ საშინელ მდგომარეობაში იპოვეს


სად იპოვა მამაკაცმა თავისი მოპარული ძაღლი ერთი წლის შემდეგ?

პატარა ჩიხუახუამ უზარმაზარი ძაღლი ქურდისგან დაიცვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?