ამაზონის ავას ტომის ქალები გარეულ ცხოველებს ძუძუთი კვებავენ (+ვიდეო)
ამაზონის ავას ტომის ქალები გარეულ ცხოველებს ძუძუთი კვებავენ (+ვიდეო)
ამაზონის ჯუნგლებში მობინადრე ავას ტომის წარმომადგენლები განსაკუთრებით ახლოს არიან ბუნებასთან პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. აღმოსავლეთ ბრაზილიის ტყეებში მცხოვრებ ტომის წევრებს შვილად აჰყავთ გარეული ცხოველები და რაც ყველაზე აღსანიშნავია, ავას ტომის ქალები ახალდაბადებულ ცხოველებს ძუძუთი კვებავენ. გარეული "შინაური ცხოველები", რომლებიც ავას ტომის წარმომადგენლებს ეხმარებიან ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორიცაა თხილის გატეხვა, მაღალი ხეებიდან ხილის შეგროვება, ტომელების მშვიდი ძილისთვის თვალყურის დევნება, ტომის სრულუფლებიანი წევრები არიან.

გარეული ტახები, ციყვები, ველური თუთიყუშები, მაიმუნები - ეს იმ გარეული ცხოველების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ავას ტომელებს მოშინაურებული ჰყავთ.

იხილეთ ვიდეო




"ამაზონის ავას ტომის ქალები გარეულ ცხოველებს ძუძუთი კვებავენ"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?