ადრიანო ჩელენტანო - ცხოველთა ქომაგი (+ფოტო)
ადრიანო ჩელენტანო - ცხოველთა ქომაგი (+ფოტო)
1987 წლის ზამთარში, ახალი წლის დღეებში, როდესაც იტალიაში დემონსტრაციები იმართებოდა, ეროვნული ტელევიზიის პირველ არხზე საესტრადო შოუში “ფანტასტიკა”, შოუს ავტორმა და წამყვანმა, მომღერალმა და მსახიობმა ადრიანო ჩელენტანომ ტელეეკრანიდან მოულოდნელად მრავალმილიონიან აუდიტორიას აღელვებულმა მიმართა. იგი ცხოველებზე და ფრინველებზე ნადირობის მიმართ პროტესტს გამოხატავდა.

ტელესტუდიაში უეცრად ჩაირთო სიუჟეტი სელაპების დახოცვის შესახებ.
“ყოველ წელს, - წარმოთქვა ჩელენტანომ, - ორი მილიონი მონადირე ორ მილიარდ ფრინველს კლავს, მთავრობა კი მათ ამაში ფულს უხდის. გეკითხებით: ვინ არის მკვლელი, სახელმწიფო თუ მონადირეები? მივმართავ თქვენს შვილებს: ცხოველები ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ
ვართ. ისინი თამაშობენ, როგორც ჩვენ, ტირიან
და დარდობენ ისევე, როგორც ჩვენ. ყოველ მათგანს ყავს მამა და დედა ისევე, როგორც ჩვენ. მათ სიხარული მოაქვთ ადამიანის ცხოვრებაში და ჰარმონია ბუნებაში. ჩვენ კი ამ ჰარმონიის დარღვევა გვინდა. თქვენ, ახალგაზრდა მონადირეებმა და სელაპი, რომლებიც ტირიან შვილების დაკარგვის გამო, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ მისწეროთ მთავრობის მეთაურს: ჩვენ, სელაპის შვილებს არ გვსურს, რომ ჩვენი დედა ტიროდეს!”.

დიდი სკანდალი აგორდა. მარიო მეფფუჩი, იტალიის ტელევიზიის სასამართლო უწყების წარმომადგენელი კულისებში ქორივით დაესხა თავს ადრიანოს. მეორე დღეს მილიონ იტალიელს უნდა მიეღო მონაწილეობა იტალიაში ბირთვული ენერგეტიკისა და სამართალწარმოების პრობლემებთან დაკავშირებულ რეფერენდუმში.

ადრიანოს სიტყვების ჯადოქრობა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეორე დილით 14 მილიონმა ამომრჩეველმა ბიულეტენებზე ჩელენტანოს მიერ შეთავაზებული სიტყვები დაწერა: “ჩვენ ნადირობის წინააღმდეგნი ვართ, ჩვენ ვემხრობით სიყვარულს…”

ბიულეტენები ბათილად გამოცხადდა, ხოლო მსახიობმა, რომელსაც იტალიური კანონების მიხედვით, ციხე ემუქრებოდა, 200 მილიონი ლირა გადაიხადა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არაერთხელ აქვეყნებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2005 წელს ჩელენტანო ვეგეტარიანელი გახდა და ცხოველების უფლებების დაცვა დაიწყო (მისი სიტყვების მიხედვით, გამონაკლისს მხოლოდ მწერები წარმოადგენენ). მომღერალი დარწმუნებულია, რომ ვეგეტარიანობა - ეს გრძელი სიცოცხლის საწინდარია და დარტყმაა გონიერი სულიერი არსებების მიმართ “ჰოლოკოსტის” ინდუსტრიაზე.

1982 წელს ჩელენტანომ ადამიანი-მაიმუნის როლი შეასრულა პასკუალე ფესტა კამპანილეს ფილმში “ბინგო-ბონგო”. ეს როლი ჩელენტანოს ყველაზე უჩვეულო ნამუშევრად ითვლება, რადგან ფილმისთვის მას თითქმის არ მოუწია ტექსტის სწავლა - მთელი სურათის მანძილზე მისი პერსონაჟი გაურკვეველ ბგერებს გამოსცემს, რომელიც ცხოველის ღრენას გვაგონებს და მხოლოდ ფინალში იწყებს ლაპარაკს. ფილმი ალეგორიულ იგავს წამოადგენს ადამიანსა და ბუნებაზე, ცხოველების მიმართ კეთილ დამოკიდებულებაზე.

ჩელენტანოს ფილმებში ყოველთვის არის ელემენტები, სადაც ცხოველებისადმი მზრუნველობისა და დაცვის მომენტი აქტუალურია. მაგალითად მისი ყველაზე ცნობილი ფილმის (“ჭირვეულის მორჯულება”) ერთ-ერთ სცენაში ფილმის გმირი პირდაპირი მნიშვნელობით ნადირობს ბრაკონიერებზე. ასევე, იქ არის სცენა, სადაც მთავარი გმირი დიდ სითბოს გამოხატავს ცხოველების მიმართ და მათი ენაც კი ესმის.

ადრიანო ჩელენტანო თავისი ცხოვრების მანძილზე მუდმივად მონაწილეობდა ცხოველების უფლებების დამცველთა აქციებში.


იხილეთ ფოტოგალერეა




ასევე იხილეთ: "ცხოველთა დამცველი ვარსკვლავები"

"ცნობილი და მდიდარი მსახიობები, რომლებმაც ძაღლები თავშესაფრიდან აიყვანეს"
nona uriadmyopeli
ჰელენტანო მიყვარხარ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?