ტარაკნების ყბა ადამიანის ყბაზე ძლიერი აღმოჩნდა
ტარაკნების ყბა ადამიანის ყბაზე ძლიერი აღმოჩნდა
ითვლება, რომ ყბის კუნთები ადამიანების კუნთებს შორის ყველაზე ძლიერია. თუმცა, მასზე ბევრად ძლიერი ტარაკნის ყბა აღმოჩნდა.

ამერიკული ტარაკნის (Periplaneta americana) ნაკბენის სიძლიერე 50-ჯერ მეტია, ვიდრე მათი სხეულის წონა ითვალისწინებს, ასევე 5-ჯერ მეტია, ვიდრე ადამიანის. მწერების ეს თავისებურება კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი), იენისა და შტუდგარტის (გერმანია) უნივერსიტეტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს.

სპეციალისტებმა ათი მოზრდილი ინდივიდი შეისწავლეს. მათ გაზომეს 300 კბენის სიძლიერე, რომლებიც ტარაკნებმა სხვადასხვა ზედაპირზე სხვადასხვა მიმართულებით განახორციელეს.

კბენის დროს ყბის მოჭერის სიძლიერე 0.5 ნიუტონს შეადგენს. საინტერესოა, რომ ჭამის დროს ტარაკნები ამ მექანიზმს არ
იყენებენ.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ტარაკნების ყბებით მუშაობის მექანიზმის პრინციპის გამოვლენა მათ უახლესი ტექნიკის შემუშავებაში დაეხმარება.

მსგავსი მინიატურული მექანიზმების უდიდესი მნიშნელობა კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ზოოლოგის ტომ ვაიმენის თქმით, არავითარ ეჭვს არ იწვევს.

ამ პრინციპის მიხედვით შეიძლება მინი-ძრავების შექმნა ან მისი გამოყენება ისეთი ზონდების შემუშავებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანების სისხლძარღვთა სისტემაში გადაადგილება.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე ხნის წინ იაპონელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტარაკნებს აქვთ მეხსიერება და შესწავლის ნიჭი.
შეგახსენებთ
აღმოჩენილია, რომ ადამიანებს აქვთ მეხსიერება და შესწავლის ნიჭი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?