მომდევნო 20 წლის განმავლობაში ბრაკონიერები ყველა სპილოსა და მარტორქას გაანადგურებენ
მომდევნო 20 წლის განმავლობაში ბრაკონიერები ყველა სპილოსა და მარტორქას გაანადგურებენ
მომდევნო ოცი წლის განმავლობაში შესაძლოა ყველა სახეობის სპილო და მარტორქა გადაშენდეს. ამის მიზეზი ბრაკონიერთა აქტიური თავდასხმებია ამ ცხოველებზე, რასაც ბუნების დამცველები ამ დრომდე ვერ უმკლავდებიან.

საერთაშორისო ორგანიზაცია Wildlife Trust-ის მონაცემებით, ბრაკონიერები ყოველწლიურად კლავენ 35 000 სპილოსა და 1000 მარტორქას. 2015 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, სამხრეთ აფრიკაში 558 მარტორქა მოკლეს. სუმატრული მარტორქა 1980 წლიდან დღემდე 900-დან 350-მდე შემცირდა. მარტორქების მცირე რაოდენობა ასევე ბინადრობს კენიაში, ინდოეთსა და ნეპალში.

რაც შეეხება აფრიკულ სპოლოს, ველურ ბუნებაში 500-600 ათასი შემორჩა. თუ ბრაკონიერების მიერ, ამ სისწრაფით განადგურდა
სპილო და მარტორქა, უახლოეს 20 წელიწადში ისინი აღარ იარსებებენ.

ცხოველთა დაცვის დღეს 136 ქვეყანაში ჩატარდა
აქცია, მარტორქებისა და სპილოების დასაცავად. ეკოლოგები ითხოვდნენ, რომ ბრაკონიერების წინააღმდეგ უფრო მეტი სიმკაცრე გამოეჩინათ პასუხისმგებელ ქვეყნებს და მკაცრად დაესაჯათ ის ადამიანები, რომლებიც ამ ცხოველებს ხოცავს.

აზიაში დღემდე სპოლოსა და მარტორქას რქები ითვლება ძვირადღირებულ ნივთად. მას იყენებენ სამკაულებისთვის, ასევე - ჩინურ მედიცინაში. სწორედ ამ ბაზრის არსებობის მიზეზია, რომ ეს სახეობები გადაშენების პირას აღმოჩნდნენ. იმ დრომდე, სანამ ადამიანები იყიდიან მარტორქისა  და სპილოს ძვლისგან გაკეთებულ ნივთებს, ხოლო მაღაზიები ამ ნივთებს მიიღებენ და გაყიდიან, ბრაკონიერებიც არ შეჩერდებიან.

ასევე იხილეთ:

ვეფხვებზე მონადირე 6 ბრაკონიერი მოკლეს

ბრაკონიერების სისასტიკის გამო, ის უდედოდ დარჩა

როგორ იცავენ ბრაკონიერებისგან მარტორქებს აფრიკაში

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?