პითონი სახლში შესვლას ცდილობდა, რის შემდეგაც წყლის მილში გაიჭედა
პითონი  სახლში შესვლას ცდილობდა, რის შემდეგაც წყლის მილში გაიჭედა
მაშველები იძულებულები გახდნენ სახლის ცენტრალური წყლის მილი ნაწილებად დაეშალათ, რათა მილში გაჭედილი პითონი გაეთავისუფლებინათ. 

როგორც აღმოჩნდა, გველი საცხოვრებელი სახლის მილში შეიპარა და ამგვარად ცდილობდა სახლში შეღწევას, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა და მობრუნდა, რის შედეგადაც გაიჭედა.
ინციდენტი მოხდა ავსტრალიის რეგიონში.

რამდენი დღე იმყოფებოდა გველი გამოუვალ სიტუაციაში გაურკვეველია, თუმცა, ცხოველს ძალიან გაუმართლა, რადგან სახლის პატრონმა რემონტი დაიწყო. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს გაჭედილი პითონი მილში.

ცხოველი ვეტერინარულ ცენტრში გადაიყვანეს. ის გაივლის ათ-დღიან რეაბილიტაციას, ხოლო შემდეგ გაუშვებენ ველურ ბუნებაში.

Zooclub


Zooclub

Zooclub
აჩიკო
ვაი თქვენს პატრონს უბედურს....
!-ს
პრინციპში რას ერჩი, ცხოველთა სამყაროში ფრინველი, ქვეწარმავალი, რეპტილია... ყველაფერი შედის.
!
ქვეწარმავალი და არა ცხოველი!
niiiniii
გაუსჰვიტ დაბ ტან მისამარტიც გაატანეტ სჰემდეგსჰი რომ კარგად მოგაგნოტ
kaxi
ძალიან ..დემოკრატიული.. გადაწყვეტილება მიუღიათ. ყოჩაღ მაგათ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?