ბრაკონიერების მახეში გაბმულ ლომს მტაცებელი ცხოველები სამი წლის განმავლობაში კვებავდნენ (+ფოტო)
ბრაკონიერების მახეში გაბმულ ლომს მტაცებელი ცხოველები სამი წლის განმავლობაში კვებავდნენ (+ფოტო)
ტანზანიაში ლომების ოჯახი სამი წლის მანძილზე ზრუნავდა ახალგაზრდა ლომზე, რომელიც ნელა კვდებოდა ყელზე შემოხვეული მავთულის გამო.

მტაცებელი ცხოველები გასაჭირში ჩავარდნილი ლომის მიმართ ბევრად ღირსეულად მოიქცნენ, ვიდრე ზოგი ადამიანი იქცევა. ტანზანიაში, მიკუმის ნაციონალურ პარკში ლომების ოჯახი სამი წელი უვლიდა თავის მოძმეს, რომელსაც ყელზე რკინის “საყელური” ჰქონდა შემოხვეული.

დაჭრილი ლომი ტურისტებმა პირველად ჯერ კიდევ 2009 წელს შეამჩნიეს: ცხოველს ყელზე რკინის მავთული ჰქონდა შემოჭერილი. როგორც ჩანს, ის რამოდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ პატარაობისას გაება
ბრაკონიერების მახეში და ყელზე მავთულიც იმ დროიდან შემორჩა.

- ბრაკონიერები წვრილფეხა ცხოველებს უგებენ მახეებს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა ანტილოპა. როგორც ჩანს, ცნობისმოყვარე ბოკვერმა იქ თავი
შეყო და მერე გათავისუფლდა უკვე ყელზე რკინის მავთულით. - ყვება ნაკრძალის თანამშრომელი უილიამ მვაკილემა.

დროთა განმავლობაში ახალგაზრდა მეფე თავისი ბორკილის ნამდვილი ტყვე გახდა. წლების განმავლობაში მავთული სულ უფრო ეჭირებოდა ყელში, რაც მას წამებით სიკვდილს უქადდა.

- პირველივე სიგნალის მერე, ჩვენ მის განთავისუფლებას ვცდილობდით. მაგრამ ჩვენი ნაკრძალის ტერიტორია უზარმაზარია, ხოლო ეს ცხოველები ძალიან ფრთხილები არიან, ამიტომ ლომი მხოლოდ სხვა ლომების მზრუნველობამ გადაარჩინა.

ნაკრძალის თანამშრომლები გააოცა მტაცებელი ცხოველების ქცევამ. დაჭრილი ცხოველის დები და ძმები მის ძალებს უფრთხილდებოდნენ და მისთვის ნანადირევი მიჰქონდათ.

ლომებმა ის არ მოკლეს, როგორც ჩვეულებრივ ექცევიან ხოლმე სუსტ მამრებს. პირიქით, ისინი არ აძლევდნენ მას სიკვდილის საშუალებას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ადამიანები ამაოდ ცდილობდნენ მის დახმარებას, - აღნიშნა მვაკილემამ.

ბოლოს, რეინჯერებმა და ტურისტებმა გაერთიანებული ძალებით შეძლეს გამოეძიათ მომაკვდავი ლომის ადგილსამყოფელი. ვეტერინარებმა ადგილზე დააძინეს ცხოველი, რომ მას დახმარებოდნენ.

- ეს ძალიან საშიში პროცედურა იყო. პაციენტს ხუთი ლომი იცავდა, ამიტომ ჩვენ მათი ჯიპებით დაფრთხობა მოგვიწია. შედეგად, ჩვენ შევძელით რკინის მავთულის მოცილება ლომის ყელიდან. დაზიანებები იმდენად ღრმა იყო, რომ ჩვენი დახმარების გარეშე, იგი სულ მალე დაიღუპებოდა.

ჭრილობების დამუშავების შემდეგ ადამიანებმა ლომი თავის ერთგულ ოჯახში დატოვეს. ოპერაციიდან რამოდენიმე თვის მერე განთავისუფლებული ლომი კვლავ შეამჩნიეს ნაკრძალის მიდამოებში.

ნაკრძალის თანამშრომლების თქმით, ლომი სრულიად მომჯობინდა, კისერზე და ყელზე ფაფარი გაეზარდა, საშინელი ჭრილობის ადგილზე მხოლოდ ღრმა შრამები დარჩა.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
fxiifxiii
შემთხვევით ვნახე ასეთ მდგომარეობაში ლეკვი,ეტყობა როცა დაიბადა თოკებში გაიბლნდა და ნელნელა ეხვეოდა თოკი. მერე კი როცა მოვაშორე იმხელა "ნაპრალი" დარჩა,რომ მართლა გამიკვირდა როგორ სუნთქავდა!
გიო
დათო# აბა თხოვნა რა სასვენი ნიშნით გამოიხატება? გრამატიკას სხლავ ხო!!! :DDD
მარიამი
რა საწყალი ყოფილა კიდევ კარგი გადაარჩინეს მისი ოჯახი რა მზრუნველი ყოფილა
nunu
ანალოგიური მდგომარეობა მოხდა ტბილისჰი, ოგონდ ძაღლს ქონდაკაპრონის თოკი, ალბათ როდესაც პატარა იყო ბავშვებმა გაუჭირეს, თითქმის ძვალზე იყო დასული, ერთმა მადლიანმა ქალბატონმა,რუსუდან ჯაფარიძემ, მოიყვანა ექიმი ვეტერინარი და იგივე მეტოდით მოაშორეს,დაგვიტოვა წამლები და ამ ძაღლს ორი კვირის მანძილზე ვასმევდით ასევე საჭმელიც დაგვითოვა,ძაღლი ქუHისა იყო.
დათო#
იქნებ, კიდეც გავითვალისწინოთ, მაგრამ თხოვნას ძახილის ნიშნით არ ამთავრებენ.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?