ორანგუტანგის შვილი მუყაოს კოლოფში დაიღუპებოდა.. საბედნიეროდ, ახლა მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება (+ვიდეო)
ორანგუტანგის შვილი მუყაოს კოლოფში დაიღუპებოდა.. საბედნიეროდ, ახლა მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება (+ვიდეო)
ორანგუტანგის შვილი ინდონეზიის ბრაკონიერებმა მოიტაცეს და როგორც შინაური ცხოველი 30 ევროდ მიჰყიდეს სოფელ მერავას სოფლის თავკაცს. სულ ორ კვირაში პატრონმა სრულიად დაკარგა ინტერესი თავისი ბინადრისადმი და მიატოვა.

როდესაც ორგანიზაცია International Animal Rescue-ეს მოხალისეებმა ეს პატარა არსება იპოვეს, ის უკვე მკვდარი ეგონათ. პატარა საშინელ მდგომარეობაში იყო. ის გაუნძრევლად იწვა მუყაოს ყუთში, წინა კიდურები კი გულზე ჯვარედინად ჰქონდა დაკრეფილი. ის საშინელი გაუწყლოებისგან იტანჯებოდა. კანი კი დაფარული იყო წყლულებით. მოხალისეები, რომლებსაც ბევრი დაზიანებული ცხოველი ჰყავდათ ნანახი, მაიმუნის შესახედაობამ შოკში ჩააგდო.

Zooclub

პატარა მაიმუნი მაშინვე ქალაქ
კეტაპანგის სპეციალიზირებულ ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. ცხოველთა დამცველებს ეშინოდათ, რომ პატარა, რომელსაც გიტო დაარქვეს, ვერ გაუძლებდა
გრძელ გზას, მაგრამ მან კარგად გადაიტანა 9-საათიანი მგზავრობა.

საბედნიეროდ, ექიმებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეს. კრიზისმა გადაიარა და ახლა გიტოს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. მისი გამოჯანმრთელება კლინიკის ყველა წევრს ძალიან ახარებს.

Zooclub

ცხოველებისადმი ასეთი ბარბაროსული მოპყრობის ფაქტები სამწუხაროდ არ არის იშვიათი. International Animal Rescue-ის მოხალისეთა ორგანიზაცია შეშფოთებულია პატარა ორანგუტანგებით ვაჭრობის შემთხვევებით. თუ დროზე არ იქნა მიღებული ზომები, ამ ცხოველებს შეიძლება გადაშენება დაემუქროთ.

რაც მეტი ადამიანი დაუთმობს ყურადღებას გარემოს დაცვას, მით მარტივი იქნება ცხოველთა მრავალფეროვანი სამყაროს შენარჩუნება ჩვენს პლანეტაზე.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?