მამაკაცი დათვების გალიაში გადაძვრა და ცხოველს თავს დაესხა
მამაკაცი დათვების გალიაში გადაძვრა და ცხოველს თავს დაესხა
ინციდენტი მოხდა ვარშავის ზოოპარკში. მამაკაცი გადაძვრა დათვების გალიაში და თავს დაესხა 200 კგ-იან ცხოველს.

ამ ფაქტის მომსწრე აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ზოოპარკის დამთვალიერებლები იყვნენ. მათ თვალწინ მაისურში და საცურაო ტრუსებში გამოწყობილი ახალგაზრდა გადაძვრა გალიის ღობეზე და დათვს დაარტყა. ცხოველი მას ხელზე დაწვდა. აგრესიულმა მამაკაცმა დათვს თავში მუშტები უთავაზა და ასე დაიხსნა თავი.

Zooclub

ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელი გაიქცა, სწორედ მას შემდეგ მივიდნენ ზოოპარკის ზედამხედველები შემთხვევის ადგილზე. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი სავარაუდოდ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

"უდავოა, რომ დამნაშავე ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც თავს დაესხა
ცხოველს. მან კანონი დაარღვია, როცა ღობეზე გადაძვრა. ის სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, რადგან განრისხებული დათვს შესაძლოა
რამდენმე წუთში მოეკლა. მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, იპოვონ და დასაჯონ დამნაშავე."- ამბობს ზოოპარკის წარმომადგენელი.

მსგავსი საქციელი პირდაპირი პროვოცირებაა ცხოველის აგრესიისკენ. პოლონეთის კანონის მიხედვით, დამნაშავეს ფულადი ჯარიმა დაეკისრება.

ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთ კლინიკაში პოლიციამ იპოვა 32 წლის დამნაშავე, რომელსაც ხელი ჰქონდა დაზიანებული. ბრალდებულის საქმეს სასამრთლო განიხილავს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

დედა მაიმუნი შვილის დასაცავად ძაღლს თავს დაესხა

კატა - ყველაზე “საშიში” ცხოველი.. ანუ, როგორ გააძევა მშიშარა ფისომ სახლიდან შავი დათვი

ზვიგენი ამ მამაკაცს თავს დაესხა და სიკვდილს გადაარჩინა!

მაგრა გადარჩენილა დათვი
ადამიანი ყველაზე საშიში მტაცებელია თუ გული მიეცა. ადრე სარკეში(ჟურნალი) წავიკითხე სტატია დედამიწის ყველა დროის 10 ყველაზე საშიში მეომარი(რაღატომღაც სააკაძე არ იყო იმ სიაში) იქ ეწერა ვიღაც იაპონელ კარატისტზე(99-ე ლეველის შავი ქამარი ქონდა მგონი:) რომესაც თურმე ვეფხვი შეუგდეს გალიაში(ყურადღება მიაქციეთ, თვითონ კი არ შეაგდეს, ვეფხვი შეუგდეს:) ამან კიდე მისალმებაც არ აცადა კეფაში დაჰკრა ფეხი და იქვე გააგორაო, მოკლედ ტყუილია თუ მართალია აბა რა ვიცი, ეგრე კი ეწერა, არ ვიგონებ:)
nat
აი ეხლა რომელია ცხოველი ოღონდ ეგ გამაგებინეთ?! და კიდე ცხოველებზე რო ხმას იღებთ რააა .....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?