რატომ აქვთ ჟირაფებს გრძელი კისერი?
რატომ აქვთ ჟირაფებს გრძელი კისერი?
რატომ აქვთ ჟირაფებს გრძელი კისერი? ამ კითხვაზე არის პასუხი და არა მხოლოდ ერთი. მაგრამ როგორ და როდის გახდა ის ასეთი, ამ დრომდე უცნობი იყო. ამერიკელმა მეცნიერებმა ყველაზე გრძელკისრიანი ცხოველების საიდუმლო ამოხსნეს.

იმისთვის, რომ გაეგოთ, თუ როგორ მიმდინარეობდა ცხოველების კისრის სიგრძის ზრდა, ოსტეოპათიური მედიცინის კოლეჯის (ნიუ იორკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბაზაზე) სპეციალისტებმა ანატომიის და ბიოსამედიცინო მეცნიერების სფეროში ჟირაფის გადაშენებული სახეობების და დღესდღეობით არსებული 2 სახეობის 71 ძვალი გამოიკვლიეს და ერთმანეთს შეადარეს.

მეცნიერები გაოცებულები დარჩნენ იმ აღმოჩენით, რომ ჟირაფების კისერმა დაგრძელება ცოტა ადრეულ პერიოდში
დაიწყო, ვიდრე ისინი ვარაუდობდნენ. როგორც მელინდა დანოვიცმა განაცხადა, ეს ჯერ კიდევ ჟირაფისებრთა ოჯახის შექმნამდე მოხდა,
დაახლოებით 16 მილიონი წლის წინ.

ჟირაფისებრთა ძვლების ანატომიური მახასიათებლების გაანალიზების შემდეგ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მალებმა კისრიდან თავის მხარეს გაწევა ადრევე დაიწყეს სახეობებში, რომლებიც 7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. 6 მილიონი წლის შემდეგ კი, ანუ მილიონი წლის წინ, ჟირაფების კისრის დაგრძელების მეორე ეტაპი დაიწყო - სხეულის მიმართულებით.

შედეგად, თანამედროვე ჟირაფებს კისრის მალის სიგრძე სამჯერ აღემატება მის სიგანეს.

ასევე მეცნიერებმა შენიშნეს, რომ იმ დროს, როდესაც ჟირაფების უმეტესობის კისერი გრძელდებოდა, ოკაპის ოჯახის წარმომადგენელთა კისერი ევოლუციის შედეგად პირიქით, დამოკლდა. ამდაგვარად, ოკაპი - ერთადერთი ცნობილი თანამედროვე სახეობაა ჟირაფების ოჯახიდან, რომელსაც მოკლე კისერი აქვს.

Zooclub

დღეს ჟირაფების გრძელი კისერის წარმოქმნის ორი თეორია არსებობს. ერთის თანახმად, ასეთი "მოწყობილობით" ჟირაფებისთვის დედამიწიდან საკმაო სიმაღლით დაშორებული მცენარეულობა შედარებით ხელმისაწვდომი გახდა. მეორის თანახმად კი - რაც მეტად გრძელი კისერი ქონდა მამრ ჟირაფს, მით მეტად იპყრობდა მდედრი ჟირაფის ყურადღებას, შედეგად, მეტ შთამომავლობას ტოვებდა.

ჟირაფები ყველაზე მაღალ ცხოველებად ითვლებიან დედამიწაზე - მათი სიმაღლე 6 მეტრს აღწევს. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, რაც მათ უნიკალურობას ამტკიცებს.

ასევე იხილეთ:http://www.zooclub.ge/zuu/saintereso/2162-ras-gvamcnoben-zhirafebis-laqebi.html
ზიგმუნდა ფანჩაკიძე
რატომ აქვს ალასანიას გრძელი ენა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?