სიყვარული სამარის კარამდე! - ეს დათვი თავისი მეწყვილის სიკვდილის მერე დარდით დაიღუპა
სიყვარული სამარის კარამდე! - ეს დათვი თავისი მეწყვილის სიკვდილის მერე დარდით დაიღუპა
სულისშემძვრელი ისტორია მოხდა მასაჩუსეტის ზოოპარკში. აქ დიდი ხნის განმავლობაში ორი დათვი ცხოვრობდა. 27 წლის ხვადი, სახელად გუფი და მისი 25 წლის მეგობარი ემი.

გუფი და ემი ერთად 20 წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ. ისინი განუყრელები იყვნენ და მათ ამ სიყვარულს ზოოპარკის მთელი მომსახურე პერსონალი გულშემატკივრობდა. მათ სამი უსაყვარლესი ბელი ეყოლათ. ბოლო ხანებში ემის ჯანმრთელობა გაუარესდა.

დათვს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება აღმოაჩნდა, ეს დაავადება დათვების შემთხვევაში განუკურნებელია. ემის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. საბოლოოდ, ზოოპარკის დირექციამ გადაწყვიტა ცხოველისთვის ზედმეტი ტკივილი აეცილებინდა და დააძინეს.

Zooclub

ერთგული
თანამგზავრის დაკარგვის შემდეგ გუფი დეპრესიაში ჩავარდა. მან უარი თქვა კვებაზე. ოთხ დღში დათვი იმდენად დაუძლურდა,
რომ სიარული ვერ შეძლო. გუფის ასაკისთვის დამახასიათებელი რამოდენიმე უმნიშვნელო დაავადება ჰქონდა. მაგრამ სწორედ ემის სიკვდილმა წაართვა მას სიცოცხლის ძალა. 1 კვირაში გუფიც დაიღუპა.

Zooclub

ორივე დათვის სიკვდილი ნამდვილი შოკი იყო ზოოპარკის თანამშრომლებისთვის. ეს ცხოველები ხომ საშუალოდ 30 წლამდე ცხოვრობენ, ზოგის ასაკი 40 წლამდეც აღწევს. და თუ ემის სიკვდილისთვის ყველა მზად იყო, გუფის სიკვდილი უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნას გავდა.

Zooclub

ეს ისტორია იმის დასტურია, რომ ცხოველები ემოციების სრულ სპექტრს განიცდიან და ბევრ ადამიანს არ აქვს ასეთი ძლიერი გრძნობების განცდის უნარი.
ქეთათო
გელა ჩარკვიანივით მოსვლია!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?