დამყარდა რეკორდი ადამიანების მიერ მგლის ყმუილის შესრულებაში (+ვიდეო)
დამყარდა რეკორდი ადამიანების მიერ მგლის ყმუილის შესრულებაში (+ვიდეო)
ბრიტანულ ქალაქ ლეიტონ-ბაზზარდში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს მასობრივად მგლური ყმუილის შესრულებაში.

კოლექტიური ყმუილი, რომელშიც 464 ადამიანი მონაწილეობდა, გაიმართა თემატურად შესატყვის გასართობ კომპლექს Howl-ში, რომელიც ჰელოუინის დაწყებამდე გაიხსნა.

მონაწილეები კონკურსით დადგენილი ერთ წუთის განმავლობაში მგლებივით ყმუოდნენ.

წინა კონკურსი 2013 წელს ამერიკაში ჩატარდა, სადაც სენტ-კლაუდის უნივერსიტეტის 296 სტუდენტი მონაწილეობდა.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?