ეს თეთრი ღამურები საოცრად საყვარელი არსებები არიან! (+ფოტო)
ეს თეთრი ღამურები საოცრად საყვარელი არსებები არიან! (+ფოტო)
სიტყვა ღამურა ბევრ ადამიანში არც თუ სასიამოვნო ასოციაციას იწვევს. ამ ცხოველების ხსენებისას ალბათ ვამპირები და გრაფი დრაკულა გაგახსენდებათ.

მართლაც, ღამურების ცხოვრების წესმა მათ ცუდი სახელი მოუტანა. რას შეიძლება ველოდოთ ცხოველებისგან, რომლებიც ღამით დაფრინავენ, ცხოვრობენ გამოქვაბულებში და სძინავთ თავდაყირა მდგომარეობაში? მაგრამ ღამურებშიც კი არიან უსაყვარლესები, რომელთა დანახვისას მათი მოფერება მოგინდებათ.

ცენტრალურ ამერიკაში, გაუვალ ტროპიკულ ტყეებში უსაყვარლესი თეთრი ღამურები ცხოვრობენ. ცხოველის ამ სახეობას ჰონდურასის თეთრი ღამურა (Ectophylla alba) ეწოდება. ისინი უსაყვარლესები არიან. მათი სხეული ქათქათა ქურქითაა
დაფარული, რომელიც შესანიშნავ კონტრასტშია მის ყვითელ ყურებთან
და ცხვირთან.

ეს ცხოველები სულ პაწაწინები არიან. მათი სიგრძე 5 სანტიმეტრია. ისინი ღამის ცხოვრებას ეწევიან და ღამის დადგომასთნ ერთად ხილის მოსაძებნად მიფრინავენ. ისინი არ ცხოვრობენ გამოქვაბულებში ან ხის ფუღუროებში. ისინი მცენარის ფოთლებისგან აკეთებენ მოხერხებულ სახლებს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ღამურები იმის გამო არიან თეთრები, რომ მათ სახლებში აღწევს სინათლე, რაც მოქმედებს მათი ქურქის ფერზე.

იხილეთ ფოტოგალერეა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?