ამ ირემმა თვალის ჩინი დაკარგა, თუმცა, შეიძინა საუკეთესო მეგობარი, რომელიც გადარჩენაში დაეხმარა
ამ ირემმა თვალის ჩინი დაკარგა, თუმცა, შეიძინა საუკეთესო მეგობარი, რომელიც გადარჩენაში დაეხმარა
ირემმა მხედველობა დაკარგა, თუმცა, შეიძინა ერთგული მეგობარი.

სოციალურ ქსელში ბიჭმა გაავრცელა უსინათლო ირემის ფოტო. ის ჩიკაგოს გარეუბანში ცხოვრობს. ყოველ დილით 10 წლის ბიჭს ცხოველი მინდორში საკვების მისაღებად მიჰყავდა. მას დამოუკიდებლად არ შეეძლო ისეთი ადგილების პოვნა, სადაც ბევრი ბალახი იქნებოდა.

ბიჭი მიხვდა, რომ თავად ვერ შეძლებდა ბოლომდე მიეხედა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ცხოველისთვის, ამიტომ ის ადგილობრივ გარეულ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას დაუკავშირდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვმა უსინათლო ირემის შესახებ სიციალურ ქსელში გაავრცელა:

"მას წაიყვანენ ცხოველთა დამცველები. ჩაუტარდება სათანადო ვეტერინარული გამოკვლევა და შემდეგ დაცულ
ტერიტორიაზე გადაიყვანენ.
ეს იგივე არ იქნება, რაც ველურ ბუნებაში ცხოვრება, თუმცა, მისი უსაფრთხოებისთვის ასე სჯობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემს მეგობარს აღარ ვნახავ. ჩვენ კვლავ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს."- ამბობს ბიჭი.

რა თქმა უნდა, ამ ცხოველს ტყესა და ბუნებას არაფერი შეუცვლის, თუმცა, 10 წლის ბიჭი საზრიანად მოიქცა, რადგან ველურ ბუნებაში უსინათლო ირემი ვერ გადარჩებოდა.

ასევე იხილეთ:

უსინათლო ცხენს ერთგული მეგობარი ყოველთვის გვერდით ჰყავს

უსინათლო ძაღლი და მისი განუყრელი მეგობარი - ბულტერიერი ქარიშხლის დროს გადაარჩინეს

უსინათლო ძაღლი, რომელსაც უყვარს ბურთით თამაში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?